ოჯახი

"დედამ მირჩია, ადექი და, საყვარელი შენც გაიჩინეო..."

"დედამ მირჩია, ადექი და, საყვარელი შენც გაიჩინეო..."
რაც ეპატიება კაცს, არ ეპატიება ქალს?

ათი წლის წინ შეუღლდნენ. მანამდე იყო რომანტიკა, ხალისი, ეგონათ, რომ ქვეყნიერებაზე არავინ ჰყავდათ ერთმანეთზე ძვირფასი. დიდი ქორწილი გადაიხადეს. თაფლობის თვე ევროპაში გაატარეს. მერე პირველი ბიჭი გაჩნდა, ორი წლის შემდეგ ტყუპი ბიჭი მოევლინა ქვეყანას. მაშინ გიგი 22 წლის იყო, ანუკა - 21-ის. რა ამბავია სამი შვილის მამობა, ჯერ მე თვითონ ბავშვი ვარო და ჭირვეულობა დაიწყო გიგიმ. არც მე ვარ მზად სამი შვილის დედობისთვისო, - გაჯიუტდა ცოლი.
შეშფოთდნენ ორივეს მშობლები -
ემანდ, ოჯახი არ დაანგრიონო და - გაერთეთ, მოილხინეთ, შვილებს ჩვენ დაგიზრდითო. საღამოობითღა ნახულობდნენ ბავშვები მშობლებს.

როცა უფროსი ბიჭუნას, რეზიკოს, სკოლაში მისვლის დრო დადგა, ანუკამ გადაწყვიტა, რომ შვილებზე თვითონ ეზრუნა. გიგისაც მოეწონა შვილებზე ზრუნვის იდეა, მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო. ზოგჯერ სკოლაში მისვლა და ბავშვის წამოყვანა ავიწყდებოდა და ისევ ბებია-ბაბუების მოსაგვარებელი იყო ეს საქმე. მერე გიგის ცოლთან გაუჩნდა პრეტენზიები, საღამოს გასართობად რომ დააპირებდა წასვლას, ანუკა უარს ეუბნებოდა, - რეზი უნდა ვამეცადინო, იქნებ შენც შინ დარჩე და მომეხმაროო. ეს კაცების საქმე არ არისო, იტყოდა და შინიდან გაიძურწებოდა.

მალე ოჯახში უსიამოვნებებმა იმატა. გიგი უმიზეზოდ ჩხუბობდა... მისი უგუნებობის დიაგნოზი მალე გახდა ცნობილი. მამამ საყვარელთან წაასწრო და შავი დღე აყარა. თავისთან წაიყვანა სამსახურში, - ასე უკეთ გავაკონტროლებო. არაფერი გამოუვიდა. გიგიმ ახლა ოფისში დაადგა ერთ თანამშრომელს თვალი. გადაირია მამა, - მშვენიერი ცოლ-შვილი გყავს, გინდა ოჯახი დაანგრიოო? რატომ უნდა დავანგრიო, ესეც იყოს და ისიცო, - წარბშეუხრელად პასუხობდა გიგი. მისი მორიგი გატაცება სამსახურიდან მიაბრძანეს. ქალი დაილია? ერთს ჩამომაცილებ, სხვას მოვძებნიო, - გამოუცხადა მამას. მერე სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა - ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში შეიტანა სამაგისტრო კურსზე საბუთები.
მორიგი სასიყვარულო გატაცებაც იქ დაიწყო. ყველგან იმ გოგოსთან ერთად ხედავდნენ, ყველას აცნობდა, - ჩემი შეყვარებულიაო.

ანუკამ ეს ამბავი რომ გაიგო, კინაღამ გაგიჟდა. დედამთილს ეცა, - მიშველე რამე, იქნებ შენი შეისმინოს, არ მინდა ოჯახი დამენგრესო. დედამთილმა დაუყვავა, - მამამისი ახლა რომ ჭკუადამჯდარია, სულ ეგრე კი არ იყო, მოვითმინე და მოვიგე, მორჩა წანწალს და დამიბრუნდაო. გაგიჟდა ანუკა, - როდის დაგიბრუნდა, როდესაც მიხვდა, რომ მომვლელი სჭირდებოდა გვერდითო?

მერე დედას შესტირა, - რა ვქნაო. "ამიტომ არ მინდოდა ადრე გათხოვილიყავი. შენი ცხოვრება უნდა დაგელაგებინა, განათლება მიგეღო, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეგძლებოდა. ახლა რა გითხრა, წამოდი და სამი შვილით შინ დამიჯექი-მეთქი? ასე ხომ შენს მეტოქეებს უხსნი გზას. დედამთილი და მამამთილი ყურადღებას არ გაკლებენ, ის იდიოტი შენი ქმარიც ხომ არ ძალადობს, მშვიდად არის. შეირგე ის, რაც გეძლევა მისი ოჯახიდან. შეეცადე, განათლება მიიღო, სრულფასოვან ქალად იქცე, თორემ ასე ჩემი ბედის გაზიარება მოგიწევსო". რა ბედისო, - შეკრთა ანუკა და სანამ თვალებდახრილი დედა რამეს ეტყოდა, გულში გაიფიქრა, ნუთუ დედაჩემიც იმავეს მეტყვის, რაც დედამთილმა შემომჩივლაო. ეჭვი გამართლდა. დედამ ქვითინით უამბო: - მამაშენი დიდხანს დასდევდა ქალებს და როდესაც მე სხვისი ქმრები გამომადევნებდნენ თვალს, ვფიქრობდი - ხომ ხარ, ოთარ, ღირსი, მეც ისე დაგადგა რქები, როგორც შენ მადგამ-მეთქი. ისეთებიც ყოფილან, ოღონდ ოჯახი დამენგრია, შვილებსაც გაგიზრდითო, მპირდებოდნენ. იქნებ ასეც ყოფილიყო, მაგრამ ვერ გავბედე, მეშინოდა იმის გააზრებისა, თქვენ როგორ გატკენდათ გულს ხალხი, რომელიც დაუნდობლად შემაფასებდა, მამათქვენის გამოხდომები კი თურმე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რა გირჩიო, წადი ქმრის ოჯახში, გამოიყენე შენი დედამთილ-მამამთილის კეთილგანწყობა, მიხედე თავს და შვილებს და თუ ვინმე დამფასებელი გამოგიჩნდება, ნუ აქცევ ზურგს. ოღონდ ამას ისე ნუ გააკეთებ, რომ შენს ბიჭებს მერე ვინმემ დასცინოსო... განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93