ოჯახი

ვინ არიან ანუკი არეშიძის უფროსი ძმა და რძალი, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს

ვინ არიან ანუკი არეშიძის უფროსი ძმა და რძალი, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს
კახა კა­ლა­ძი­სა და ანუ­კი არე­ში­ძის წყვი­ლი წლე­ბია პო­პუ­ლა­რო­ბას არ კარ­გავს. მათ შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებთ. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, AMBEBI.GE კახა კა­ლა­ძის უც­ნობ დებ­ზე გიყ­ვე­ბო­დათ, რომ­ლე­ბიც კა­ხის მა­მას, კარ­ლო კა­ლა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს.

რაც შე­ე­ხე­ბა ანუ­კი არე­ში­ძეს, ორი ძმა ჰყავს, რატი და გი­ორ­გი.

რატი და გი­ორ­გი არე­ში­ძე­ე­ბი

გი­ორ­გი არე­ში­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ სკან­და­ლუ­რად გა­იც­ნო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის თავ­ჯდო­მა­რე პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მე­რი­ა­ში და­საქმდა, რის შემ­დე­გად ფი­ნან­სურ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა და მა­შინ კა­ლა­ძემ ცო­ლის ძმას სამ­სა­ხუ­რი­დან
წას­ვლა ურ­ჩია. გი­ორ­გი არე­ში­ძე ბიზ­ნესს და­უბ­რუნ­და. ახალ­გარზდას ცოლი, მა­რი­ამ ფან­ჯა­ვი­ძე და ორი შვი­ლი ჰყავს. წყვი­ლი აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნას არ ერი­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ანუ­კის უფ­როს ძმას, რა­ტის, მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. მის­მა სა­ხელ­მა 2016 წელს მე­დი­ა­ში გა­იჟ­ღე­რა, რო­დე­საც თბი­ლის­ში სამი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით მა­შინ 30 წლის გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, 26 წლის გი­ორ­გი ყან­ჩა­ვე­ლი და 27 წლის ნო­დარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე და­ა­კა­ვეს.

მა­შინ ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თათა ჩინ­ჩა­ლა­ძე აცხა­დებ­და, რომ მისი მე­უღ­ლის და­კა­ვე­ბა­ში ვიცე-პრე­მი­ე­რი, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე იყო დამ­ნა­შა­ვე. ჩინ­ჩა­ლა­ძის სი­ტყვე­ბით, კა­ლა­ძეს ფე­იქ­რიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მე­გობ­რო­ბის გამო სურ­და. ჩინ­ჩა­ლა­ძე ასე­ვე აცხა­დებ­და, რომ კა­ლა­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს შო­რის შუ­ა­მა­ვა­ლი იყო ვიცე-პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლის ანუ­კი არე­ში­ძის ძმა, ვინ­მე რატი, რო­მელ­მაც ღამე და­უ­რე­კა და მა­მა­კაცს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა ურ­ჩია.

რატი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით არ სარ­გებ­ლობს, მისი ორი ფოტო დას, ანუ­კი არე­ში­ძეს აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. რატი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ჰყავს მე­უღ­ლე სო­ფია მაღ­ლა­კე­ლი­ძე და ორი ვაჟი.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93