ალბათ, უკვე იხილეთ ბერუკა ივანიშვილის დაბადების დღის თავდაპირველი ფოტოები, რაც ბერა ივანიშვილმა გამოაქვეყნა.
მას არც თავისი მეუღლე ჩამორჩა და ცოტა ხნის წინ მათი უსაყვარლესი შვილის - ბერუკას ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რამაც გამომწერების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. პატარას მოდის ბლოგერი დედა სამოსს ყოველთვის გემოვნებიანად ურჩევს.
როგორც ყოველთვის, ნანუკამ ბერუკას განსხვავებული ფოტოები შემოგვთავაზა.
ახალ ფოტოებს გამოხმაურება დიზაინერ ანუკი არეშიძის მხრიდანაც მოჰყვა, რომელმაც ნანუკას მიმართა: „როგორ გაიზარდა ეს ბიჭი“...
გამომწერებს ბერუკა ძალიან უყვართ და მის ახალ ფოტოებს ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ პატარა 10 თვის ცოტა ხნის წინ გახდა და მშობლებმა ლამაზი დაბადების დღე მოუწყეს.