ოჯახი

"პანდემიის დროს მე და ჩემი მეუღლე დედოფლისწყაროში ვცხოვრობდით, ნაკვეთზე მზესუმზირა დავთესეთ" - მაკა ზამბახიძის ოჯახური ფოტოები

"პანდემიის დროს მე და ჩემი მეუღლე დედოფლისწყაროში ვცხოვრობდით, ნაკვეთზე მზესუმზირა დავთესეთ" - მაკა ზამბახიძის ოჯახური ფოტოები
კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­ღერ­ლის­თვის იძუ­ლე­ბი­თი შეს­ვე­ნე­ბის ხანა აღ­მოჩ­ნდა. გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვირუს­მა გეგ­მა მაკა ზამ­ბა­ხი­ძე­საც შე­უც­ვა­ლა, მაგ­რამ მა­ინც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და მალე მსმე­ნელს ახალ სიმ­ღე­რას და ვი­დე­ორ­გოლს შეს­თა­ვა­ზებს.

- ახლა მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა­ზე ვმუ­შა­ობ. არან­ჟი­რე­ბა ბო­რი­კო შხი­ანს ეკუთ­ვნის, "ბრა­ვო" სტუ­დი­ა­ში ვწერ. ძა­ლი­ან კარ­გი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა.

- თემა რა არის?


- და­ბა­დე­ბის დღის სიმ­ღე­რაა. ნე­ბის­მი­ერ სა­ღა­მო­ზე შე­იძ­ლე­ბა შეს­რულ­დეს. გა­ჰი­ტე­ბა­ზე წი­ნას­წარ ლა­პა­რა­კი არ მჩვე­ვია. მთა­ვა­რია, კარ­გი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი გა­მო­ვი­დეს. თუ ასე იქ­ნე­ბა, მსმე­ნე­ლიც შე­იყ­ვა­რებს.

- პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში,
მზე­სუმ­ზი­რე­ბის სა­კუ­თარ ნაკ­ვეთ­ში ვი­დე­ორ­გო­ლი გა­და­ი­ღე. ამის შე­სა­ხებ მი­ამ­ბე...


- ეს სიმ­ღე­რა - "მე ახლა მინ­და გიყ­ვარ­დე" მა­ცა­ცო სე­ბის­კვე­რა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მოს­თვის, ნო­ემ­ბერ­ში ჩავ­წე­რე. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, ჩემს მა­ესტრო ვატო კა­ხი­ძეს­თან ერ­თად ეს სიმ­ღე­რა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. შემ­დეგ, დათო გერ­სა­მი­ას სურ­ვი­ლით, აუ­დი­ო­ვერ­სია ჩა­ი­წე­რა. ძა­ლი­ან კარ­გი არან­ჟი­რე­ბა გა­ა­კე­თა ბო­რი­კო შხი­ან­მა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არან­ჟი­რე­ბა ძა­ლი­ან მომ­წონ­და, ვფიქ­რობ­დი, ამ პე­რი­ოდ­ში ლი­რი­კუ­ლი სიმ­ღე­რის მოს­მე­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი არ იქ­ნე­ბო­და, უფრო ენერ­გი­ულ, სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კა­ზეა მო­თხოვ­ნა-მეთ­ქი, მაგ­რამ ვცდე­ბო­დი. ამ სიმ­ღე­რას მზე­სუმ­ზი­რებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო მარ­თლა ძა­ლი­ან მო­უხ­და.


- ვისი იდეა იყო ეს?


- ჩემი. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, მე და ჩემი მე­უღ­ლე დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში წა­ვე­დით. სო­ფელ ზემო ქედ­ში ვცხოვ­რობ­დით. იქ დიდ ნაკ­ვეთ­ზე მზე­სუმ­ზი­რა დავ­თე­სეთ. მა­შინ ვთქვი, მზე­სუმ­ზი­რე­ბი რომ გა­იზ­რდე­ბი­ან და აყ­ვავ­დე­ბი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად ფო­ტო­სე­სია მექ­ნე­ბა-მეთ­ქი. ივ­ლი­სის თვე­ში ეს ნა­ნატ­რი ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დიც დად­გა. ნაკ­ვე­თი მარ­თლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. ფო­ტო­სე­სი­ას რომ ვგეგ­მავ­დი, მო­მა­ფიქ­რდა, იქ­ნებ ლა­მა­ზი ვი­დე­ო­კად­რე­ბიც გა­და­ვი­ღოთ, ისე­თი გა­რე­მოა, ეფექ­ტუ­რი გა­მო­ვა-მეთ­ქი. დიდი მად­ლო­ბა გი­ორ­გის და სტუ­დი­ა Estat Faf-ს ამ სა­ო­ცა­რი ვი­დე­ორ­გო­ლის­თვის. ფო­ტო­ებ­ზე მა­რი­ამ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა იმუ­შა­ვა.

- მზე­სუმ­ზი­რებ­ში სი­ა­რუ­ლი რთუ­ლი არ იყო?


- ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, სულ მე­ში­ნო­და, ქვე­წარ­მა­ვა­ლი არ შემ­ხვედ­რო­და და დაბ­ლა ვი­ყუ­რე­ბო­დი. ამ მხა­რე­ში ძა­ლი­ან ცხე­ლა, უდაბ­ნოა, მა­კი­ა­ჟიც რთუ­ლი შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, გა­და­ღე­ბამ მა­ინც კარ­გად და ნა­ყო­ფი­ე­რად ჩა­ი­ა­რა. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93