ოჯახი

ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, თუმცა ამბობს, რომ ხშირად თავი მასზე უფროსიც კი ჰგონია - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ

ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, თუმცა ამბობს, რომ ხშირად თავი მასზე უფროსიც კი ჰგონია - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ
პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რი­სა და ექ­სპრე­მი­ე­რის - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე სა­ჯა­როდ იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა, იშ­ვი­ა­თად აკე­თებს კო­მენ­ტარს და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კის ქარ­-ცე­ცხლშიც თით­ქმის არას­დროს ხვდე­ბა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე 1991 წელს და­ქორ­წინ­დნენ და ოთხი შვი­ლი ჰყავთ - უტა, ბერა, გვან­ცა და ცოტ­ნე. რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს არას­დროს უმუ­შა­ვია და მთე­ლი დრო შვი­ლე­ბის აღ­ზრდას მო­ახ­მა­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი მე­უღ­ლე­ზე 16 წლით უმ­ცრო­სია, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძის თქმით, ამას მის­თვის დის­კომ­ფორ­ტი არას­დროს შე­უქ­მნია.

"გაც­ნო­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში
ვერც მივ­ხვდი ბი­ძი­ნას ასაკს და მე­რეც, არას­დროს მიგ­რძნია ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა, რად­გან ბი­ძი­ნას სა­ო­ცა­რი ხა­სი­ა­თი აქვს - ძა­ლი­ან უყ­ვარს იუ­მო­რი, მუდ­მი­ვად ხუმ­რობს და ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან მისი თა­ნა­ტო­ლი ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ცოტ­ნე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მა­მა­მი­სი არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა მისი ასა­კის­გან. ამ მხრივ ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი და იოლი პი­როვ­ნე­ბაა. არას­დროს აქვს დეპ­რე­სი­უ­ლი გან­წყო­ბა, არას­დროს მო­დი­ო­და შინ იმ გან­წყო­ბით, რომ და­ვი­ღა­ლე და მო­მას­ვე­ნე­თო. ყო­ველ­თვის ხუმ­რობს, ლა­ღია, მსუ­ბუ­ქი, ბედ­ნი­ე­რი გან­წყო­ბა აქვს. რა პრობ­ლე­მაც უნდა ჰქონ­დეს, სახ­ლის გა­რეთ ტო­ვებს... პი­რი­ქით - ისე ცელ­ქობს და ხუმ­რობს, სა­კუ­თა­რი თავი მას­ზე უფ­რო­სი მგო­ნია, ვა­ჩე­რებ და ამა­ზე ბი­ჭე­ბი სი­ცი­ლით კვდე­ბი­ან..." - გა­ნა­ცხა­და ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს­თვის" 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე 1972 წლის 27 აგ­ვის­ტოს ფე­დია და ლუდა ხვე­დე­ლი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა ქი­რურ­გი იყო და სამ­ტრე­დი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მთა­ვარ ექი­მად მუ­შა­ობ­და, დედა კი - მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93