მოდელი ანა შელია "ინსტაგრამზე" ორსულობის პერიოდში უფრო გააქტიურდა.
ხშირად გვთავაზობს ახალ, ლამაზ ფოტოებს და ცოტა ხნის წინ ესთეტიური ფოტოსესიაც ჰქონდა.
უკვე ბევრმა აღნიშნა, რომ ანა ძალიან ლამაზი ორსულია და ახალ თმის ფერთან ერთად ახალი ვარცხნილობაც ძალიან უხდება.
მოდელი ცდილობს სპორტული სამოსიც მოირგოს, ისე რომ თან კომფორტულად იყოს და ამავდროულად ლამაზადაც.
ანას ადრეც უყვარდა ე.წ ჰუდები და მსგავსი სტილის სამოსი. თუმცა, გამომწერები მიიჩნევენ, რომ მას ყველაზე მეტად თეთრი ფერი უხდება.