ვენსანისა და ტინას რომანის სერიოზულობაში არავინ იყო დარწმუნებული, მსახიობის მეგობრებიც კი, თუმცა უკვე ხუთი წელია ბედნიერად ცხოვრობენ, ზრდიან გოგონას - ამაზონს და არ შორდებიან ერთმანეთს დიდი ხნით.

კასელმა და კუნაკიმ ერთმანეთი იბიცაზე გაიცნეს. 18 წლის გოგონა ისვენებდა ესპანეთის კუნძულზე მშობლებთან ერთად. ბარში, სანაპიროზე მან სიმპათიური მამაკაცი ნახა და გამოელაპარაკა, ტინამ არ იცოდა, რომ მის წინ ცნობილი მსახიობი იდგა. როგორც თავად იხსენებს, ეს იყო ორი უბრალო ადამიანის შეხვედრა.

მოდელის მშობლებმა როცა გაიგეს მამაკაცთან ნაცნობობის შესახებ, რომელიც მათ შვილზე 30 წლის იყო უფროსი, რა თქმა უნდა, მღელვარებას მიეცნენ. კასელმა შესთავაზა მათთან შეხვედრის დაგეგმვა. ის არ ელოდებოდა, რომ ტინას მშობლები დათანხმდებოდნენ. გაცნობა საკმაოდ დაძაბული, თუმცა საინტერესო იყო. მსახიობი მიხვდა, თუ საიდან ჰქონდა მის შეყვარებულს ასეთი შინაგანი სიძლიერე და თავდაჯერებულობა: მამისგან.

იბიცაზე შვებულება დასრულდა და შეყვარებულები დაშორდნენ ერთმანეთს. კასელი ბრაზილიაში ჩაფრინდა, სადაც იმ პერიოდში ცხოვრობდა, ხოლო ტინა - მშობლიურ ბიარიცაში. რომანი მიმოწერით გაგრძელდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი მიხვდნენ, რომ ასე ვერ გააგრძელებდნენ და ვენსანი ტინასთან გაემგზავრა.
შემდგომ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. წყვილი ერთად გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო სამი წლის თავზე ქორწინების შესახებ გააკეთეს განცხადება. 2019 წელს შეეძინათ გოგონა. ამჟამად ტინა დროს გოგონას გაზრდას უთმობს.

წყარო: cosmo