ოჯახი

უკმაყოფილო ქმრის ისტორია, რომელიც განქორწინებას მისი ცოლის სიმსუქნის გამო ითხოვს

უკმაყოფილო ქმრის ისტორია, რომელიც განქორწინებას მისი ცოლის სიმსუქნის გამო ითხოვს
ერთ-ერთი მეუღლის განწყობა ხშირად ბევრ რამეს განსაზღვრავს. თუ რომელიმე პარტნიორი თავის თავში უკმაყოფილების დაგროვებას დაიწყებს, სერიოზული ჩხუბი შეიძლება განვითარდეს და განქორწინების ალბათობამაც შეიძლება იმატოს.

ისტორია კი ასეთია, ოლეგი აპირებს განქორწინდეს მეუღლესთან, რომელსაც ერთ დროს თან ჰყვებოდა. მრავალ ტიპურ და შესაძლო მიზეზს შორის პირველი ადგილი დაიკავა მისმა აღშფოთებამ თავისი რჩეულის გარეგნობის გამო. მაგრამ შეიძლება ზედმეტ კილოგრამებს ნამდვილად მოჰყვეს ურთიერთობის დასრულება?

უკმაყოფილო ქმარი:


„ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა, როდესაც მარინას შევხვდი. ეს დღე დეტალურად მახსოვს. მე და
ჩემმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ ვახშამი მოგვეწყო ახალ რესტორანში. დავჯავშნეთ მაგიდა, შემდეგ ჩემი მომავალი მეუღლე დაგვხვდა, რომელიც იქ მიმტანად იყო.
მან   გაგვიღიმა და ჩვენი სუფრისკენ წაგვიყვანა. მთელი საღამო თვალს ვერ ვაშორებდი: მაღალი, მოხდენილი და მომხიბლავი. ნამდვილი ოცნება!
მე გადავწყვიტე, რომ სასწრაფოდ მემოქმედა. ამიტომ, ყვავილების გამყიდველთან გავიქეცი და უზარმაზარი თაიგულით ხელში დავბრუნდი. მარინა შოკში ჩავარდა, აშკარა იყო, რომ ამას არ ელოდა.
სამსახურის შემდეგ  სახლში მივიყვანე. ვისეირნეთ და ვსაუბრობდით მსოფლიოზე.

გავარკვიე, რომ მარინა ღარიბი ოჯახიდან არის და მისი ოჯახი სოფელში ცხოვრობს. თავად კი ჩამოვიდა დედაქალაქში, რომ ღირსეული სამუშაო ეპოვა და მშობლებს დახმარებოდა. რესტორანი იმიტომ აირჩია, რომ იქ მას აჭმევდნენ. ამიტომ, ხელფასს სახლში უპრობლემოდ აგზავნიდა ისე, რომ თანხისთვის არაფერი მოეკლო.
ძალიან მინდოდა მარინასთვის რამე გამეკეთებინა.
ჩვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. საჩუქრებით ვავსებდი, მალევე დავეხმარე სხვა სამსახურის შოვნაში, რაშიც ჩემი მეგობარი დაგვეხმარა.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო უფრო პრესტიჟული იყო, მარინას მთელი დღე ოფისში ჯდომა უწევდა. არც ერ დღეს არ ჩაუვლია ფინჯანი ჩაის და ტკბილეულის გარეშე.

იმ დროისთვის ჩვენ უკვე ერთად საცხოვრებლად გადავედით და მე შევამჩნიე, რომ მარინა სუქდებოდა.
არ მომეწონა და პირდაპირ ვუთხარი, რომ ასე არ უნდა ყოფილიყო. შევთავაზე, რომ ერთად წავსულიყავი სპორტ-დარბაზში. ის სიხარულით დამთანხმდა და მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგა.
ჩვენ ბრწყინვალე ქორწილი გვქონდა. 3 წლის შემდეგ მარინა დაორსულდა. 9 თვის განმავლობაში მან საგრძნობლად მოიმატა, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს ნორმალური იყო. ყოველთვის ვასრულებდი მის ახირებებს, მაშინაც კი, თუ ის დილის 2 საათისზე სუშის მირთმევას მოისურვებდა.. მშობიარობის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ თავისი ფიგურა საერთოდ აღარ მოსწონდა, რამაც მასზე საშინლად იმოქმედა.

პრობლემა

როდესაც მარინა დეკრეტიდან სამსახურში დაბრუნდა, რაღაც ჯოჯოხეთი დაიწყო. როგორც ჩანს, ოფისში ის ყველა პრობლემას იგროვებდა, რომლის შესახებაც არ უნდოდა ჩემთვის ეთქვა. სახლში კი საკმარისი იყო ვახშამზე ორი მშრალი ფრაზის თქმა და დასაძინებლად წასვლა: "დამანებე თავი, წადი დაიძინე".
წონაში მატების ტემპი არ იკლებდა. ვფიქრობდი, რომ ეს უკვე გავლილი ეტაპი იყო და ისევ ისე მივუდექი, რომ კვლავ სპორტ-დარბაზში გვევლო ერთად.
მაგრამ ამჯერად მან კატეგორიული უარი განაცხადა. მოულოდნელად, სასწორზე არსებულმა ნიშნულმა 90-ს გადააჭარბა.
მარინა ჯერ არ იყო 40 წლის, მაგრამ ის ძალიან დაღლილი ჩანდა. ჯანმრთელობის პირველი ჩივილები, პირველი ქოშინი, პასიური აგრესიის პირველი ნიშნები. არ მინდოდა ამდენად გაღიზიანებულ ქალთან ცხოვრება, აღარ მომწონდა.
მე არაერთხელ ვუთხარი მას, რომ უმოქმედობა გამოსავალი არაა, მაგრამ ის უბრალოდ არ მისმენდა.


ჩემი შვილი პატარაა, მაგრამ ცურვაზე ვატარებ, რომ იმუნიტეტი გაუძლიერდეს.
მაგრამ მარინა ... მტანჯავს მისი ყურება. ის არ უსმენს ჩემს რჩევას და ძალიან შორს არის ჩემგან. ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი ამ სიტუაციაში არის განქორწინება. რატომ უნდა ვიცხოვრო ადამიანთან, რომელიც აბსოლუტურად არ მიზიდავს? დაე, დაეძებოს მასსავით სრული კაცი, თუ ამდენად მოსწონს თავისი ასეთი მდგომარეობა.”


სიყვარულს არ უნდა ჰქონდეს ვარგისიანობის ვადა და არ უნდა ითვალისწინებდეს წონასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ასე არ არის?
ამასთან, ზოგჯერ ჩვენი მოლოდინები არ ემთხვევა რეალობას. რეალურ სამყაროში აურზაურის და პრობლემების ფონზე, ადამიანები ყოველთვის ვერ ახერხებენ საერთო ენის პოვნას.
ამ შემთხვევაში, მესამე ადამიანის დახმარება ხდება საჭირო. მაგალითად, ოჯახის ფსიქოლოგი. ვინ იცის, იქნებ ის დაეხმარებოდა როგორც ამ ამბის მთავარ გმირს, ასევე მის მეუღლეს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93