ოჯახი

"ზოგადად, სიურპრიზებს ვხვდები ხოლმე, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როდესაც საერთოდ ვერაფერი ვიეჭვე"

"ზოგადად, სიურპრიზებს ვხვდები ხოლმე, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როდესაც საერთოდ ვერაფერი ვიეჭვე"
ახლახან სოციალურ ქსელში ხელის თხოვნის ორიგინალური ვიდეო გავრცელდა. ქრისტინე ბებერაშვილისა და ვაჟა გულიაშვილის სიყვარულის ისტორია 2 წლის წინ დაიწყო და ულამაზესი, ორიგინალური ხელის თხოვნით დაგვირგვინდა. ვიდეო, სადაც ვაჟა ქრისტინეს სიტყვის გამოცნობას სთხოვს, სოციალურ ქსელში მალე აიტაცეს. წყვილის ბედნიერება ათასობით ადამიანმა გაიზიარა, მათ სიყვარულზე კი ქრისტინე გვესაუბრა:

- 24 წლის ვარ, ვაჟა ჩემზე 1 წლით უფროსია. ჩვენი ამბავი ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. მე-10 კლასში ვიქნებოდი, როდესაც სასკოლო ღონისძიებაზე ვაჟა გავიცანი. ისე
მოხდა, რომ მას შევუყვარდი, მაგრამ
მე გრძნობები არ მქონდა და უარი ვუთხარი. ამით გაბრაზებულმა, მახსოვს, ძალიან დიდი შეტყობინება მომწერა, ვიჩხუბეთ და ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტა - 5 წლით ჩემი ცხოვრებიდან გაქრა.

ერთხელაც მეგობრის წაქეზებით სოციალურ ქსელში გამომიწერა და კვლავ აღვადგინეთ ურთიერთობა. მაშინ ცოტათი ცუდი პერიოდი მქონდა და შემიძლია ვთქვა, რომ კარგ დროს სწორ ადგილას გამოჩნდა. ცოტა უცნაურად მეჩვენებოდა და ვღელავდი, თუმცა შეუმჩნევლად ეს კონტაქტი სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდა. მას მერე მომკიდა ხელი და ყველგან დამატარებს. ყოველთვის ყველგან ჩემ გვერდით არის.

ვფიქრობდი ხოლმე ჩვენს ხელახალ შეხვედრაზე, თუმცა რამეს თუ წამოვიწყებდით, ნამდვილად არ მეგონა. ურთიერთობის პირველ პერიოდში თავადაც გაკვირვებული დავდიოდი, რადგან ეს გრძნობა შეუმჩნევლად გადაიზარდა რაღაც მეტში. ვაჟა მაშინაც ძალიან კარგი ადამიანი იყო, თბილი, მოაზროვნე და პირველ რიგში, მხიარული. უბრალოდ, მაშინ რაღაც არ გამოვიდა. ურთიერთობის დაწყებიდან მალევე სამეგობრო გამაცნო და, ფაქტობრივად, უჩემოდ არსად დადიოდა. ასე გავხდით შეყვარებულები და გარშემო დიდი სამეგობროც შემოვიკრიბეთ.

- რა რეაქცია ჰქონდათ მეგობრებს, როდესაც 5-წლიანი განშორების შემდეგ ერთად გნახეს?

- ამას ვერც ისინი წარმოიდგენდნენ. მახსოვს, პირველად, 5 წლის მერე, ერთად წავედით ღონისძიებაზე - "ღამე მუზეუმში" და გოგონებს რომ ვუთხარი, ვაჟას შევხვდი-მეთქი, დიდხანს არ მიჯერებდნენ. მას შემდეგ, ყოველ წელს დავდივართ ამ ღონისძიებაზე. შეყვარებულებმა 2 წელსა და 4 თვეს ვიარეთ, ახლა ვაჟა უკვე საქმროა და ეს სიტყვა ჯერ უცნაურად მხვდება ყურში. გაგრძელება + ვიდეო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93