როგორ ფიქრობთ, თქვენი ქმრის დედა ავტომატურად ხდება თქვენთვისაც ახლობელი ადამიანი და შეუძლია პატივისცემის დამსახურება? რა მოხდება, თუ დედამთილის მიერ მთელი გულით ნაჩუქარი საჩუქარი არ მოგეწონებათ? ეტყვით მას ამის შესახებ?
ერთ-ერთი მკითხველის წერილს გიზიარებთ:
"ჩემი შვილი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული კი ჩემზე არ გიჟდება. სწორედ აქედან იწყება პრობლემა. ანა მქვია, 64 წლის ქვრივი ვარ, სოფელში ვცხოვრობ, თბილისთან ახლოს, და გულწრფელად მგონია, რომ როგორი ნათესავებიც უნდა ვიყოთ ერთმანეთის, აუცილებლად მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ. ასეთია ჩემი დამოკიდებულება. ჩემი რძალი ყოველთვის მართალი არ არის, მაგრამ არ ვეწინააღმდეგები.
ქორწილის შემდეგ ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს რთული იყო, მაგრამ შევძელი და მორალურად ყველაფერს გავუმკლავდი. ჩემს შვილს ავეჯი და სხვა ბევრი საჭირო ნივთი მივეცი. ყველაფერი გავატანე, რაც სოფელში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში გადავიდნენ, იქ მაინც დასჭირდებოდათ და გამოადგებოდათ.
გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემს შვილთან ხანდახან ჩავსულიყავი, რაკი ახლოს ვარ მაინც ქალაქთან, დავხმარებოდი სახლის საქმეებში, მომემზადებინა საჭმელი, რადგან ორივე მუშაობს და ვიფიქრე, საქმეს შევუმსუბუქებდი.
ორი კვირის შემდეგ ჩემმა რძალმა შეიტყო, რომ შვილმა გასაღები მომცა და შემეძლო შესვლა მაშინაც კი, როდესაც ისინი სახლში არ იყვნენ.
ამაზე საშინელი სკანდალი მოაწყო.... ძალიან განვიცადე. ბევრი ვიტირე და საკუთარ თავს ავუკრძალე იმ სახლში მისვლა, რადგან ახლა ეს მათი ცხოვრება იყო. ვფიქრობ, არ მოიქცა სწორად, მე ხომ მის პირად ნივთებს არ ვეხებოდი. უბრალოდ სახლის დასუფთავებაში მინდოდა დახმარება, მეტი არაფერი.
წაიკითეთ სრულად