მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უკვირს ხალხს მისი და გია როინიშვილის ერთად ყოფნა.
„მიკვირს, როგორ არ განელდა ინტერესი ჩვენს ოჯახთან დაკავშირებით. სადაც გაიხედავ, ყველგან ხდება მსგავსი რამ, მაგრამ ჩვენ მიმართ რატომღაც დიდი ინტერესი იყო. მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ ყველაფერი კარგად არის.
ჩვენ უკვე დიდი ხანია ერთად ვართ და გია ისე ზრუნავს ჩვენზე… მის ქცევაზე მთელ ოჯახს კეთილად გვეღიმება. დადარაჯებულია თითოეულ ჩვენგანზე, ვინც გარეთ გავდივართ, აუცილებლად გვაწევს სატელეფონო ზარს და გვეკითხება, ხომ არ დაგვავიწყდა პირბადე. რატომ ჰგონია, რომ გვავიწყდება, არ ვიცი. მერე სათითაოდ გვაფრთხილებს ყველას, ხელები დაისპირტეთო. ეს ამბავი ისეთი სასაცილოა, რომ გიას შეგონებებზე ბოლოს უკვე სიცილი გვივარდება. ყველაზე მეტად გიაა შეშინებული, რომ თავს მოვუფრთხილდეთ“, - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე "სარკეს" ჟურნალისტთან საუბრისას.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>