მსახიობ და ტელეწამყვან გიორგი გასვიანის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. რამდენიმე თვის წინ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრების გატარება გადაწყვიტა. მარიტა მელიქიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. პანდემიის მიუხედავად წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა შედგა და მალე ჯვარსაც დაიწერენ.
გიორგი გასვიანი:
- მარიტა პანდემიამდე ჩემს სპექტაკლებზე დადიოდა. "ინსტაგრამის" მეშვეობით შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს და პირველად ამ ზაფხულს ბათუმში, ჩემი მეგობრის ზურა ჯავახიას კონცერტზე ახლოს გავიცანით ერთმანეთი და ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა ასე დაიწყო.
- დაოჯახებას როდის გეგმავთ?
- ახლა მარხვის პერიოდია, თან პანდემიაა... ჯერჯერობით ერთად ვცხოვრობთ, მარხვის დასრულების შემდეგ ჯვარს დავიწერთ და ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით ქვეყანაში და შეიძლება ქორწილიც გადავიხადოთ.
- ერთი ნახვით შეგიყვარდათ ერთმანეთი?
- გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. შემდეგ მარიტამ მშობლებს უთხრა ჩვენი ურთიერთბის შესახებ და მათთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. მხოლოდ ტელეეკრანიდან მიცნობდნენ. როდესაც მათთან მივედი, ძალიან კარგად მიმიღეს. მარიტა თეატრის მოყვარულია, რაღაც პერიოდი მსახიობობაზეც ფიქრობდა, ამიტომ არ გაკვირვებიათ მშობლებს, რომ ბედი ხელოვანს დაუკავშირა.
ასტროლოგია ძალიან მიყვარს, მაგრამ ისე მალე მოხდა ყველაფერი და ისე შევიჭერი სასიყვარულო ამბებში, რომ დამავიწყდა ჩვენს საერთო რუკაში ჩამეხედა. მარიტა თევზებია, მე მორიელი, მოგვიანებით რომ ვნახე, იდეალური შეთავსებაა ამ 2 ნიშანს შორის.-
იხილეთ სრულად