ნუკი კოშკელიშვილის მეუღლე ბენჯი ჩაიმი უკვე ოჯახთანაა. როგორც ნუკი ამბობს, ოლივერს მამის დანახვაზე უცნაური რეაქცია ჰქონდა. ბავშვისთვის დაუჯერებელი იყო, როგორ იდგა მამა მის თვალწინ, როცა იქამდე კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით ჰქონდათ.
ამ სასიამოვნო სიახლის გარდა, ბენჯი ჩაიმის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, რაც ერთგვარად სწორედ პანდემიამ განაპირობა.
ნუკის მეუღლემ თავი ახალ საქმიანობაში იპოვა და ეს ხელოვნებაა. როგორც აღმოჩნდა, ბენჯი შესანიშნავად ხატავს. ამ ფაქტმა გამომწერები ძალიან გაახარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენჯის ძალიან უყვარს ქართველები. სწორედ ამიტომ, "ინსტაგრამზე" თავისი ნახატების აღწერაში ქართულად გვესაუბრება.
"მეგობრებო, 2020 წელი გიჟური წელი იყო. ეს სტრესული იყო ბევრი ადამიანისთვის. განსაკუთრებით, ამ წლის ბოლო თვეების განმავლობაში. მე დავიწყე ხატვა. გადავწყვიტე მეტი დრო დავუთმო იმას, რაც ცხოვრებაში მიყვარს. ჩემი ახალი გატაცება ნამდვილად მსიამოვნებს. ეს ბედნიერებას მანიჭებს", - მოგვმართა ბენმა.
ბენჯის ჩამოსვლით გახარებულმა ნუკიმ გამომწერებს მიმართა:
"გილოცავთ შობა-ახალ წელს!!! მიყვარხართ თითოეული ჩემი გამომწერი, ასე მგონია ერთი დიდი სამეგობრო ვართ.
როგორი იყო თქვენი ახალი წელი? მე ვინც შემხვდა ყველამ დავიძინეო და საერთოდ არ მქონდა განწყობაო. მე რაღაცნაირად გემრიელად ვიყავი ოჯახის წევრების სივრცეში.
დღეს ბენმაც მოიკარანტინა, კიდევ ერთი ტესტი გაიკეთა და თავისუფალია.
ძალიან უცნაური იყო ბენის და ოვის შეხვედრა, იცნო ოვიმ რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ დააკავშირა ტელეფონში მყოფი მამა, უცბად ასე ცხადად როგორ დგას. მერე ორ წუთში გაუშინაურდა.
მე ნაკლებად მქონია ეგ მომენტი, იმის მიუხედავად, რომ ერთი წელია არ მინახავს, რაღაც ძალიან ჩვეულებრივად მეგონა, რომ ეს დრო არც გასულა და უცხოობა ნაღდად არ მქონია."
წყვილმა ახალ წელს ერთად გადაღებული ახალი ფოტოც გამოაქვეყნა და ერთად ძალიან ბედნიერები არიან. ნუკის გამომწერებმა ხუმრობით ისიც აღნიშნეს, რომ ბენი ნუკის მაგივრადაც კი მოენატრათ და ისიც დაამატეს, რომ წყვილის ერთად ყოფნა ძალიან უხარიათ.