ანის და ილოს 2020 წლის ივლისის თვეში უსაყვარლესი ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს.
ამ წყვილის მიმართ ადამიანები დადებით განწყობას ამჟღავნებენ და ძალიან უყვართ.
გამომწერებმა ჯერი გამოჩენისთანავე შეიყვარეს და მის მიმართაც მუდმივად ბევრ დადებითს ამბობენ. ჯერი ძალიან ხალისიანი და თბილი ბავშვია, რაც ფოტოებიდანაც კარგად ჩანს.
წყვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს საკმაოდ აქტიურად აქვეყნებს.
როგორც ჩანს, პატარას დაბადებამ იმ კუთხითაც იმოქმედა, რომ ახალ პოსტებს უფრო ინტენსიურად აქვეყნებენ, ვიდრე ადრე.
გამომწერები ამბობენ, რომ წყვილს ძალიან გაუმართლა, რადგან ასეთი საყვარელი ბიჭი ჰყავთ. „რა ტკბილები ხართ“, „ძალიან საყვარელი ოჯახი“, „იმსახურებთ ბედნიერებას“ -ეხმაურებიან ისინი.