ოჯახი

პაატა იმნაძის ულამაზესი ტყუპი გოგონები - ნახეთ, როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ ტატა და ლიზი იმნაძეები

პაატა იმნაძის ულამაზესი ტყუპი გოგონები - ნახეთ, როგორ ცხოვრობენ და რას საქმიანობენ ტატა და ლიზი იმნაძეები
საქართველოში დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს ყველა იცნობს. კოვიდ-სიტუაციასთან ბრძოლის ველზე იმნაძე ის ერთ-ერთი პირია, რომელიც აქტიურად ჩანს საზოგადოებაში. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ პაატას ულამაზესი ტყუპი ქალიშვილები - ლიზი და ტატა ჰყავს.

ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ლიზი და ტატა იმნაძეები

ლიზი იმნაძე ერთ-ერთი ტყუპისცალია. საზოგადოება მისით რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა. უმშვენიერესი ლიზი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია.

ლიზის ტყუპისცალი და ტატა ჰყავს, რომელიც ასევე დაოჯახებულია და ულამაზესი გოგოს დედაა. ლიზიმ და ტატამ 2011 წელს დედა დაკარგეს.

ამ ტრაგედიაზე პაატა იმნაძემ მედიასთან

ადრე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვები სანამ პატარები იყვნენ, მათთვის დრო ნაკლებად რჩებოდა, თუმცა დედის გარდაცვალებისას შეძლო და რთული პერიოდი ერთად გადაიტანეს. პაატა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პერიოდში დაახლოვდნენ ერთმანეთთან ტყუპები და მამა. როგორც ცნობილია, პაატა გოგონებისთვის მკაცრი მამა არასდროს ყოფილა, ამიტომ არც ბაბუის ამპლუაშია მკაცრი.

 

ლიზი იმნაძემ იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა ამ პროფესიაში თავისი თავი ვერ იპოვა და დიზაინის განხრით განაგრძო სწავლა. ახლა ამავე სფეროში მუშაობს. ულამაზესი გოგონა გათხოვილია, მისი რჩეული დათო გიგინეიშვილია. ლიზის და დათოს ორი შვილი ჰყავთ - 5 წლის ვატო და პატარა სანდრო.









FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ტოტო
ძალიან ლამაზები არიან.
05:27 / 22-01-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93