ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მოიაზრებიან. ისინი დაახლოებით სამი წელია, რაც ერთად არიან და სოციალურ ქსელში საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებენ რომანტიკულ ფოტოებს. საზოგადოებაც ყოველთვის ელის მათ ახალ-ახალ სურათებს და თბილ სიტყვებსაც არ იშურებს ხოლმე.
ამჯერად წყვილმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ფოტოები გააზიარა, სადაც მაიკოს წამოზრდილი მუცელი ეტყობა.
ანდრია წერს: "თებერვლის 3, ქორწინებიდან 3 წელი და უკვე 3-ნი".
წყვილი ბედნიერებას ასხივებს და ფოტოების კომენტარებში ბევრი მილოცვაც მიიღეს. "სასწაული წყვილი ხართ", "იხარეთ და იმრავლეთ", "გილოცავთ", - წერენ აღფრთოვანებული გამომწერები.
ასევე დაგაინტერესებთ:
ანდრია გველესიანის ოჯახური იდილია - რომანტიული წყვილის ფოტოები (+ვიდეო)
ანდრია გველესიანის და მისი მეუღლის რომანტიკული ფოტოები ესპანეთიდან (+ვიდეო)