ვალენტინობა ახლოვდება და ქალბატონები საყვარელი მამაკაცებისგან საჩუქრებს ელიან, თუმცა არც მამაკაცები უნდა დაგვრჩნენ უსაჩუქროდ და ვალენტინობისთვის რაიმე ორიგინალური მათაც უნდა შევურჩიოთ. ეს დამღლელი პროცესი კიდევ უფრო იწელება, თუ თქვენი პარტნიორისთვის თითქმის ყველაფერი ნაჩუქარი გაქვთ და აღარ იცით, რითი შეიძლება გაახალისოთ წლევანდელი ვალენტინობა.
ღვინო წარწერით
ღვინო ვალენტინობისთვის იდეალური საჩუქარია, თუმცა ჩვეულებრივი ბრენდირებული ღვინის ჩუქებას შეგიძლიათ წელს თქვენს პარტნიორს განსხვავებული საჩუქარი შეურჩიოთ.
ნებისმიერ "პრინტ ოფისში" თქვენ ღვინოზე სასურველი სურათის ან წარწერის დატანას შეძლებთ, რაც ჩვეულებრივ ღვინოს არაჩვეულებრივად აქცევს და ბევრად უფრო ორიგინალური საჩუქრის იერს მიიღებს.
ფირსაკრავი
ფირსაკრავი ნებისმიერი მამაკაცისთვის შეუდარებელი საჩუქარია. სიძველე, რეტრო სტილი, კლასიკური მუსიკა და რომანტიკული გარემო... ფირსაკრავის შეძენა საქართველოში ბევრ ადგილას არის შესაძლებელი და ფირების მრავალფეროვან ასორტიმენტსაც შეხვდებით.
ვალენტინობის საღამოს ახალი ფირსაკრავით გემოვნებიან მუსიკას ერთად მოუსმენთ. ამ საჩუქარზე ფიქრი ღირს. ფირსაკრავი ხშირად ჩემოდანში დევს, რაც მოგზაურობის დროსაც გამოგადგებათ, თქვენ მუსიკას ყველგან წაიღებთ.
მოგონებების ჩარჩო
თუ თქვენ და თქვენს პატნიორს ერთად ბევრი მოგონება დაგიგროვდათ, მაშინ ვალენტინობის საჩუქარზე ბევრი არც უნდა იფიქროთ. უბრალოდ ფოტოები ამობეჭდეთ, ჩარჩო შეიძინეთ და თქვენი მოგონებების კოლაჟი შექმენით.
მამაკაცებს მსგავსი ნივთები უყვართ და ძალიან გაუხარდებათ. ჩარჩო ყველა ერთად გატარებული ბედნიერი წუთის გახსენებაში დაგეხმარებათ.
საათი
საათი ყველაზე ორიგინალური, მოდური და შესაფერისი საჩუქარია ვალენტინობისთვის, თუმცა ნურც ამ შემთხვევაში ვიქნებით ბანალურები და საათს შტრიხები შევმატოთ. თუ თქვენ საათს ოქრომჭედელს მიუტანთ და გრავირებას გააკეთებინებთ, ვალენტინობისთვის პარტნიორს უფრო გაახარებთ. დააწერეთ საათს თქვენი გაცნობის თარიღი, სასიყვარულო ფრაზა ან ის, რაც თქვენს საყვარელ მამაკაცს გაუხარდება.
სამაგიდო თამაში
ვალენტინობას წელს სახლში ვხვდებით, შესაბამისად, სამაგიდო თამაშები საღამოს გასალამაზებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
წინდები და სახალისო თეთრეული
წინდები არასდროს არის ზედმეტი, მით უმეტეს, მაშინ, თუ მასზე სახალისო ფიგურები ან რაიმე წარწერებია დატანილი. ვალენტინობისთვის თქვენი პარტნიორის გახარება სახალისო საცვლებითა და წინდებითაც შეიძლება.
ვისკი და სიგარა
სასმელი და სიგარები ბევრ მამაკაცს უყვარს. ამიტომ ვალენტინობაზე შოტლანდიური ვისკის და ძვირად ღირებული სიგარის ჩუქება კარგი ვარიანტია.
თავის მოვლის საშუალებები
არ გეგონოთ, რომ თავს მხოლოდ ქალბატონები ვუვლით, მამაკაცები არანაკლებ დროს ხარჯავენ წვერისა და თმის მოვლაში. შეურჩიეთ თქვენს მამაკაცს მისთვის შესაფერისი წვერისა და თმის მოვლის საშუალებები. დაგვერწმუნეთ, ძალიან გაახარებთ.
სათევზაო ან სანადირო აქსესუარი
მამაკაცებს ნადირობა და თევზაობა უყვართ, ვალენტინობისთვის კი მათი გაბედნიერება ანკესის ან რაიმე სანადირო აქსესუარის შეძენით შეგიძლიათ, თქვენ უკეთ გეცოდინებათ, რა აკლია მათ კოლექციას.
ტანსაცმელი
ტანსაცმელი ყოველთვის ყველა ადამიანს სჭირდება. ახლა ძირითადად დროს სახლში ვატარებთ. უყიდეთ თქვენს პარტნიორს სახლის, სპორტული სამოსი და ვალენტინობა ამ საჩუქრით მიულოცეთ.