ოჯახი

ანუკი არეშიძე ოჯახთან ერთად მთის კურორტს ეწვია - ნახეთ ნიკოლასის და კახას უსაყვარლესი ვიდეოკადრები

დიზაინერი ანუკი არეშიძე მეუღლესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და 4 შვილთან ერთად მთის კურორტზე ისვენებს. ანუკიმ და კახამ სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეოკადრები გაავრცელეს, რომლებიც "მარაომ" თქვენთვის შეკრიბა.

ნახეთ, როგორ ისვენებს ცნობილი ოჯახი:

არეშიძე-კალაძეების ცხოვრების დეტალები საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებდა, თუმცა პატარა ნიკოლასის დაბადების შემდეგ ამ ინტერესმა უფრო იმატა. კახასა და ანუკის გამომწერები ხშირად წერენ კომენტარებს, რომ ელოდებიან უსაყვარლესი ნიკოლიკოს კადრებს, მოსწონთ ბიჭუნას ლაპარაკი და გამორჩეული ჩაცმის სტილი.

როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, ნიკოლასზე განსაკუთრებით ზრუნავს მოსიყვარულე მამიკო,
კახა კალაძე და გაყინულ ხელებს უთბობს. ბავშვებმა თოვლის ბაბუ გააკეთეს და მშობლებთან ერთად კარგი დრო გაატარეს.

ანუკი ნიკოლასის და კახას შესახებ ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს: როგორ ელოდება ხოლმე ბიჭუნა მამის სამსახურიდან სახლში დაბრუნებას, რომ ჩაეხუტოს და აკოცოს. ასევე, "დედიკო უფრო გიყვარს თუ დედიკო?" - რაზეც ნიკოლასი პასუხობს, რომ მამიკო უყვარს და მარტო მისი ჩახუტება უნდა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
ნათია
უსაყვარლესოოო, ვგიჟდები შენზე
11:19 / 12-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ისვენებს
მთის კურორტზე ისვენებს... ძალიან დაიღალა... ცაცკალი...
09:52 / 12-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93