როგორ აღნიშნეს ვასო ფხაკაძემ და მისმა მეუღლემ შვილის დაბადების დღე - ნახეთ ულამაზესი ოჯახის ფოტოები - Marao

როგორ აღნიშნეს ვასო ფხაკაძემ და მისმა მეუღლემ შვილის დაბადების დღე - ნახეთ ულამაზესი ოჯახის ფოტოები

2021-02-21 15:01:24+04:00


ყველასთვის კარგად ნაცნობ ტელესახეს ულამაზესი ოჯახი ჰყავს.

ვასო ფხაკაძის მეუღლე ლიკუნა მეტრეველია და უკვე მრავალი წელია რაც ერთად არიან. მათ სამაგალითო ოჯახი აქვთ.

თბილი, სიყვარულით სავსე ოჯახს სინათლეს ლიკუნას და ვასოს ბავშვები მატებენ.

მათი უმშვენიერესი გოგონა- ნინა, 6 წლის გახდა.

მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ნინას დასამახსოვრებელი, ჯადოსნური დაბადების დღე ჰქონოდა.

სწორედ ამიტომ, ბავშვები ფერიებივით გამოეწყვნენ და სადღესასწაულო გაფორმებაც ზღაპრული იყო.

ფერადი ბუშტების წვიმა, ტორტზე წამოსკუპებული პრინცი პრინცესებთან ერთად და ლამაზად გამოჭრილი ფერიების ფიგურები, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ალამაზებდა.

ნინამ "ინსტაგრამზე" უამრავი მილოცვა მიიღო.

ვასოს და ლიკუნას გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ მათ ულამაზესი შვილები ჰყავთ და საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.

ლამაზი ოჯახის მიმართ გამომწერები დიდ სითბოს და სიყვარულს ამჟღავნებენ.