ტელესახე და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე "ინსტაგრამის" გამომწერებს ხშირად აძლევს საშუალებას კითხვები დაუსვან. მათ შეკითხვებს ნოე საინტერესოდ პასუხობს, ხან იუმორით და ხან გულწრფელად. ამჯერად გამომწერებმა ტელესახეს ოჯახური ხასიათის კითხვები დაუსვეს. მაგალითად: როგორი ცოლია ჯანეტ ქერდიყოშვილი და როგორი ურთიერთობა აქვს ჯანეტს ნოეს შვილებთან.
იხილეთ ნოეს პასუხები:
პროდიუსერი სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად ხუმრობს და ეს შემთხვევაც არ ყოფილა გამონაკლისი. კითვებზე პასუხების გაცემის შემდეგ, ნოემ სოციალური ქსელის საკუთარი პროფილიდან "სქრინი" გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე მომხიბვლელი ქალბატონი მასთან ურთიერთობას ცდილობს. აღნიშნულ სურათზე ტელესახემ საკუთარი მეუღლე, ჯანეტ ქერდიყოშვილი მონიშნა და დაწერა: "მორჩი!!!" სავარაუდოდ, ნოეს უნდოდა ჯანეტისთვის ეთქვა: მორჩი ჩემს შემოწმებას, რა თქმა უნდა ხუმრობით.
მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილსა და ნოე სულაბერიძეს ერთი წლის საერთო ქალიშვილი - ანნა ჰყავთ. ნოესთვის კი - ანნა, მესამე შვილია. მას პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს.
როგორც ჩანს ჯანეტს მართლაც კარგი ურთიერთობა აქვს ნოეს შვილებთან, რადგან წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს, სადაც ყველა ოჯახის წევრი ერთადაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ნოეს ქალ-ვაჟი წინა ორი ქორწინებიდან ჰყავს და ჯანეტი მისთვის მესამე ცოლია. ოჯახი ერთად ბათუმში ისვენებს - ნახეთ ვიდეო