„საშინელი ავარიის შემდეგ აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის ცოლი...“ - ეკა ჩხეიძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს - Marao

„საშინელი ავარიის შემდეგ აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის ცოლი...“ - ეკა ჩხეიძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს

2021-03-01 22:04:54+04:00

მსახიობმა ეკა ჩხეიძემ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და გაიხსენა ამბები, რომლებმაც ის შეცვალა. ერთ-ერთია ავარიის ისტორია, რომლის დროსაც ძალიან დაშავდა და დაერღვა ვესტიბულური აპარატი, დიდხანს ვერ დადიოდა.

„მეგობარმა დაიწყო მოკითხვა. იმდენი მომიარა, იმდენად გადამყვა, რომ ბოლოს მითხრა, ცოლად გამომყევიო. ალბათ, არასდროს გავთხოვდებოდი, რადგან გათხოვებაზე დღემდე ცუდი რეაქცია მაქვს. მყავდა სერიოზული თაყვანისმცემელი, რომელიც ცოლობას მთხოვდა, მაგრამ იმ პერიოდში არც მიფიქრია, არაფრით არ გავყევი. უცებ აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის ცოლი… ჩემი კლასელის ძმა იყო და ვიცნობდი ბავშვობიდან, ოღონდ სერიოზულად არ აღიქმებოდა ეს. ყველაზე ვიფიქრებდი, ოღონდ მასზე არა. ამ ავარიამ სრულიად შეცვალა ჩვენი ურთიერთობა, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და გადაწყვიტა ჩვენი ბედი. 20 წელი ვიცხოვრეთ ერთად და გვყავს ორი შვილი…"- ამბობს ეკა ჩხეიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას.

ეკა ჩხეიძე და მისი მეუღლე წლების განმავლობაში იყვნენ დაშორებულები, თუმცა ცოტა ხნის წინ მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ისინი შერიგდნენ და კვლავ განგრძობენ თანაცხოვრებას.

ეკა ჩხეიძე და მისი მეუღლე ათწლიანი განშორების შემდეგ შერიგდნენ: "დღეს ჩემი ქმარი და მე ერთად ვართ... ოჯახის იდეას ვეჭიდები, ერთად ხშირად დავდივართ დასასვენებლად" 

<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>