"გულზე რომ დამაწვინეს, მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი ეს არის; ნუცას ჰგავს, მაგრამ თითები ჩემი აქვს" - აჩიკო სოლოღაშვილი შვილთან პირველ შეხვედრაზე - Marao

"გულზე რომ დამაწვინეს, მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი ეს არის; ნუცას ჰგავს, მაგრამ თითები ჩემი აქვს" - აჩიკო სოლოღაშვილი შვილთან პირველ შეხვედრაზე

2021-03-02 22:22:04+04:00


მსახიობმა და ტელეწამყვანმა აჩიკო სოლოღაშვილმა, რომელიც ალექსანდრეს მამა გახდა, სატელევიზიო ჩართვისას მაყურებელს საკუთარი ემოციები გაუზიარა და თქვა, რომ მისთვის სრულიად ამოყირავდა ყველაფერი.

აჩიკომ პატარას დაბადების დღის წუთები გაიხსენა.

"ჭიჭყინებდა. გულზე რომ დამაწვინეს, გაჩუმდა და მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი ეს არის. ბავშვი ნუცას ჰგავს, მაგრამ თითები ჩემი აქვს. ძალიან მიჭირს იმის ახსნა, რასაც ახლა ვგრძნობ” - ამბობს აჩიკო.

ცნობისთვის, არჩილ სოლოღაშვილსა და ჟურნალისტ ნუცა ქავთარაძეს პირველი შვილი შეეძინათ. მშობლებმა ვაჟს ალექსანდრე დაარქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

"რამდენიმე საათით ადრე, დიდ შეხვედრამდე" - ნუცა ქავთარაძემ მშობიარობამდე სურათები გამოაქვეყნა

ნუცა ქავთარაძეს და არჩილ სოლოღაშვილს რვაწლიანი ქორწინების შემდეგ ბიჭი შეეძინათ