მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და მისი მეუღლე, ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.
პატარა 3 500 გრამი დაიბადა, 51 სანტიმეტრი. ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ. ნუცა ქავთარაძემ მშობიარობისშემდგომ ემოციებსა და შვილზე "იმედის დღეში" ისაუბრა.
"ახლაც ვერ გამოვდივარ ემოციებიდან. ისე ვტიროდი, არაფერი მესმოდა. ეს ბედნიერების ცრემლები იყო. უცებ მივხვდი, რომ ყველაფერი შეიცვალა ერთ წამში, ამ ერთმა წამმა მთლიანად გადაატრიალა ჩემი ცხოვრება.
ყველა ამბობს, რომ სანი მგავს მე, თუმცა კიდურები აქვს მამის, რაც მე ძალიან მიხარია. ხვალ გაგვწერენ სახლში. სანი ძალიან კარგად იქცევა. ორმაგს ჭამს. ამაში, ალბათ, მე დამემსგავსა, რადგან ყველამ იცის ჩემი მადა (იცინის).
განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო