ჟურნალისტი ვახო სანაია ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა და ოჯახურ ამბებზე ისაუბრა. როგორც ვახო ამბობს, მას დიდი ბრაზილიური ოჯახი აქვს.
“ცოტა ჭადრაკული პრინციპია. პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე გადასარევადაა პირველთან. ყველა ცოლი გადასარევადაა ჩემთან და ჩემს ოჯახთან – დედასთან. სამივე ცოლი გიჟდება მამაჩემზე. მოკლედ, ერთი პატარა ბრაზილია მაქვს.
როცა მესამედ ვიქორწინე, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ოჯახიდან გავედი და მესამე ცოლი “ჩუმად” მოვიყვანე. სიმართლე კი ისაა, რომ მე და ჩემს მეორე მეუღლეს ურთიერთობა გარკვეული გვქონდა. მაშინ, როგორ უნდა მეპასუხა ამდენი ხალხისთვის, ვინც ბრალს მდებდა, რომ ცოლს ვუღალატე. მთავარი ისაა, რომ ახლა ყველას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს”, - ამბობს ვახო სანაია.