ოჯახი

"60 წლის შემდეგ, უიმედოდ დარჩენილმა ნამდვილი სიყვარული ვიპოვე" - რეალური სიყვარულის ისტორია, რომელიც არასდროს დასრულებულა

"60 წლის შემდეგ, უიმედოდ დარჩენილმა ნამდვილი სიყვარული ვიპოვე" - რეალური სიყვარულის ისტორია, რომელიც არასდროს დასრულებულა
სიყვარული რომ მარადიულია ამას ბევრი ისტორია ადასტურებს, მათ შორის ერთ-ერთი ამ ქალბატონის ამბავია, რომელმაც ანონიმურად თუმცა მაინც მოყვა თავისი სიყვარულის ისტორია, სიყვარულის რომელსაც 60 წელი ელოდა. 

ახალგაზრდობაში ბევრ ლამაზ კაცს ვხვდებოდი, ყველას დავყვებოდი პაემანზე, ურთიერთობაზე არასდროს ვამბობდი უარს, ჩემს ცხოვრებაში ერთი გამორჩეული ჯელტმენი იყო, მას ჩემი შავი თმა, ყავისფერი თვალები და ღიმილი მოსწონდა, ერთად ვმუშაობდით და მალევე მეც მომეწონა, თუმცა თავს ვიკავებდი. ერთხელ სახლში მიყვანა შემომთავაზა, მივხვდი უნდოდა ჩემი მისამართი გაეგო და უარი არ მითქვამს
მისთვის. 18 წლის იყო, მე 15-ის ვხდებოდი და თავში გვიქროდა.

იმ ზაფხულს, რესტორანში ვისხედით, მორიგ სასიამოვნო საღამოს ვატარებდით უეცრად რესტორანში გოგო შემოვარდა, ჩემს პარტნიორთან მივიდა მერე მე შემომხედა და ბოლო ხმაზე დაიყვირა, რომ მე იმ ბიჭს ვხვდებოდი, რომელზეც დაქორწინებას აპირებდა. იმ საღამოს იმ ბიჭთან ურთიერთობა დავასრულე.

დავასრულე ურთიერთობა, თუმცა ის მუდმივად მწერდა, ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა, ბოდიშს მიხდიდა და ურთიერთობის თავიდან დაწყებას მთხოვდა. პერიოდულად კვლავ ვნახულობდი მას, თუმცა არასდროს ვეკითხებოდი სხვა ქალებზე, არც ის მაინტერესებდა ჩემს გარდა ჰყავდა თუ არა ვინმე.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ კოლეჯში ჩავაბარე და საცხოვრებლად სხვაგან გადავედი. კოლეჯში ბევრი კარგი ბიჭი გავიცანი, მეც ვალდებულებები გვერდით გადავდე, ძველი სიყვარული დავივიწყე და რამდენიმეს შევხვდი. 1960 წელს ძველმა შეყვარებულმა ცოლი მოიყვანა, ჩემი ცხოვრება მას მერე აირია, პარტნიორები ნელ-ნელა ჩამომშორდნენ და დეპრესიის გამო საავადმყოფოში მოვხვდი.

ჩემს მეზობლად ერთი კაცი ცხოვრობდა, წლები ვუყვარდი და ერთდღეს ცოლობა მთხოვა, 22 წლის ახალგაზრდა გოგო ვიყავი დედობა მინდოდა და გავთხოვდი, ჩვენ ვაჟი შეგვეძინა. ჩემი პატარა ოჯახი მომწონდა, მერილენდში დავდიოდით, ახლობლებს ვნახულობდით, თუმცა ჩემი ქმრის მიმართ გრძნობები არ მქონდა, ჩემი შვილი მიყვარდა, მაგრამ ქმარი არ მიზიდავდა.

ერთხელ ოჯახი ტეხასში ჩავფრინდით, სადაც უეცრად უცხო მამამკაცი მომიახლოვდა და მკითხა იქ რას ვაკეთებდი, გაოგნებულმა ვუპასუხე და ჩემს ქმარ-შვილს გავხედე, წამში თვალები გამიბრწყინდა და ჩემი ძველი სიყვარული, 18 წლის ასაკში დაწყებული გრძნობები ამომიტივტივდა. მას ცოლი ჰყავდა, ზაფხულის მერე აღარ მენახა, თუმცა ნაპერწკალი ისევ არსებობდა.

1970 წელს ჩემი ქორწინება განქორწინებით დასრულდა. კოლეჯში ჩავაბარე სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი ავიღე და ახალი ცხოვრება დავიწყე. ალბათ, აქ ჩემთან ერთად ის ბიჭიც უნდა ყოფილიყო, თუმცა არა, კვლავ მარტო ჩემს შვილთან ერთად გავაგრძელე ცხოვრება.
ყოველდღე ვსეირნობდი, გონებას ვიწმენდიდდი შვილს ვზრდიდი და კარიერის მწვერვალს ვაღწევდი. ერთ საღამოს,  ქუჩაში წყვილს შევხვდი, ღმერთო ჩემო მითხრა ბიჭმა და ჩემმა გულმა ის იცნო, ისევ შევხვდი ახლა უკვე მეორე ცოლი გამაცნო, ჩემი ამბები იკითხა და მეუღლეს ჩემი თავი ძველი მეგობრის სტატუსით გააცნო, არ მესიამოვნა თუმცა გავუღიმე და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

წლები გადიოდა, ჩემს ცხოვრებაში კი ის მოგონებად რჩებოდა. 2009 წელს მისი მეორე მეუღლე გარდაიცცვალა, იმავე წელს დავკარგე შვილიც, განადგურებული ვიყავი თავს მარტო ვგრძნობდი და ერთ დღეს ტელეფონების ცნობარში მისი ნომერი ვნახე, დავურეკე და შეხვედრა დავუნიშნე.

- რას იტყვი საუზმეზე ამ შაბათს? - ვუთხარი მას.

შეხვედრა იმ რესტორანში დავთქვით,  სადაც ერთმანეთი პირველად გავიცანით, მაშინ ის 18 წლის იყო მე კი 15-ის ვხდებოდი. ამ საუზმით ორივემ ვიცოდით, რომ ჩვენი ამბავი ან იქ მორჩებოდა ან სამუდამოდ გაგრძელდებოდა.

იმ პერიოდში ჩემს ყოფილ ქმარს ვუვლიდი, უპატრონოდ ვერ ვტოვებდი და როდესაც სასაუზმოდ წავედი ყველაფერი შეიცვალა, მე და იმ ბიჭმა, ახლა უკვე კაცმა ერთმანეთს მთელი ჩვენი ცხოვრება გავაცანით, ჩემი ამბები მოვუყევი და მოეწონა ის რომ ქმარს ვუვლიდი მარტო რომ არ ვტოვებდი. მანაც გამანდო თავისი ფიქრები და 2010 წლის 30 ოქტომბერს ჰარვი სტოუნ პარკში, სადაც მთელი ბავშვობა გავატარეთ, ქორწილი გადავიხადეთ და წლების შემდეგ ორივემ ნანატრი ბედნიერება ვიპოვეთ.

წყარო: www.rd.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93