კახა კალაძე სწორედ ის პიროვნებაა, რომლის ოჯახის მიმართაც ადამიანები ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენენ.
მზრუნველი მამა „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს შვილებთან და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს თუ ვიდეოებს.
კახასაც ძალიან უყვარს შავ-თეთრი ფოტოების გამოქვეყნება, ისევე, როგორც მის დიზაინერ მეუღლეს.
ბოლო დროს კახა და ანუკი თბილ, მოსიყვარულე ფოტოებს უფრო ინტენსიურად აქვეყნებენ.
გამომწერები წყვილის მიმართ ნეგატივს ნაკლებად ამჟღავნებენ, თუმცა კრიტიკული კომენტარებიც გამოერევა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ანუკიმ აღნიშნა, რომ ბავშვებს ძალიან ენატრებათ კახა, რადგან ის ძირითადად დაკავებულია, რაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით იგრძნობა.
გამომწერებს განსაკუთრებულად ახარებთ ის ფოტოები, სადაც პატარა ნიკოლაა. ანუკის და კახის ოჯახის ყველაზე ნაბოლარა წევრის მიმართ ყურადღება გაასმაგებულია.
ერთ-ერთმა გამომწერმა ნიკოლას ახალ ფოტოზე შემდეგი კომენტარი დატოვა: "ინსტაგრამზე შემოსვლა ნიკოლასის გამო მიხარია.
ერთი სული მაქვს, როდის გამოაქვეყნებთ ახალ ფოტოს"...