ანა დოლიძეს მეორე შვილი შეეძინა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. პოლიტიკოსმა ვიდეოს ჩაწერა გადაწყვიტა, სადაც ჩანს, რომ იგი უკვე ფორმაში ჩადგა და მშვენივრად გამოიყურება.
"პატარა პაუზის შემდეგ მოგესალმებით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გითხრათ ყველას ძალიან დიდი მადლობა, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ამ ცოტა რთული დღეების განმავლობაში მივიღე. ჩვენ მივდივართ სახლში, უკვე მესამე დღე აროს უკვე. ძალიან ძალიან დიდი თავგადასავალი გამოვიარეთ მე, პატარა კრავაიმ და ჩემმა ოჯახმა. მქონდა რვასაათიანი მშობიარობა, ექვსი საათი ისე რა და ორი საათი ძალიან ინტენსიური. მაგრამ იმხელა მხარდაჭერა მქონდა, რომ ძალიან მადლიერი ვარ, პირველ რიგში, ჩემი მეუღლის, რომელიც სულ ჩემს გვერდით არის და ჩემი ოჯახის.
მადლობელი ვარ კლინიკის, ექიმების და ყველა ადამიანის, რომელიც აქ მუშაობს.
მოკლედ, კრავაის თავგადასავლის დასაწყისი უკავშირდება ძალიან ბევრი ადამიანის სიკეთეს.
მე, პირადად, საკმაოდ დაღლილი და ძალიან ბედნიერი მივდივარ სახლში, დროებით.
ახალ როლში, ახალი ფიქრებით, ახალი მოსაზრებებით, მაგრამ ძალიან მალე დაგიბრუნდებით, კარგად“.