მომღერალი მარიკა თხელიძე "ქართული ოცნების" დეპუტატზე, გიორგი მანველიძეზე დაქორწინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალმა "თბილისელებმა" გაავრცელა, რომელიც მარიკამ საკუთარი "ინსტაგრამ სთორით" დაადასტურა.
წყვილის თქმით, ისინი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ და გადაწყვიტეს, საზოგადოებისთვის ეს სასიხარულო ამბავი ახლა ეცნობებინათ. წყვილი ჯერჯერობით საერთო ფოტოებს არ აქვეყნებს.
მარიკა ინტერვიუში ამბობს, რომ ერთმანეთი საერთო მეგობრის, ნინი ქარსელაძის საშუალებით გაიცნეს და მეგობრობა დიდ სიყვარულში მალევე გადაიზარდა. მისივე თქმით, პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ მეორედ დაქორწინების შიში გაუჩნდა, რომლის გადალახვაშიც გიორგი მანველიძე დაეხმარა და ამისთვის მარიკა მეუღლეს მადლობას უხდის.
თავის მხრივ, გიორგი იხსენებს, რომ სანამ მარიკას გაიცნობდა, მის სიმღერებს უსმენდა და მომღერლის მიმართ ყოველთვის პოზიტიურად იყო განწყობილი. გიორგი ამაყობს მეუღლით და ამბობს, რომ მარიკა საოცარი ადამიანი და მეგობარია, რომელმაც ცხოვრება უკეთესობისკენ შეუცვალა.
ცნობისთვის, მარიკასთვის და გიორგისთვისაც ეს ქორწინება რიგით მეორეა. მათ, ორივეს, შვილები ჰყავთ პირველი ქორწინებიდან. წყვილის თქმით, ურთიერთობის გაოფიციალურებას მალე გეგმავენ.