მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი რჩეული მარიტა მელიქიშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან.
შეიძლება ითქვას, რომ მათ ერთად გამოჩენისთანავე დაიპყრეს ადამიანების გულები და ამიტომაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ.
ამბობენ, რომ წყვილი უზომოდ უხდება ერთმანეთს და გიორგის არჩევანს უწონებენ.
მშვენიერი მარიტა იუბილარია, რის შესახებაც "ინსტაგრამის" მეშვეობით გავიგეთ.
მშვენიერმა გოგონამ უამრავი მილოცვა მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი პირველი, გიორგის და მარიტას ახლო მეგობარი, მომღერალი ანრი ჯოხაძე გახლდათ.
"გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიყვარულო" - წერს გიორგი საყვარელი მეუღლის მიმართ.
მარიტას ნაზი მოვარდისფრო კაბა ძალიან უხდებოდა.
ფაქტია, რომ წყვილი ერთმანეთზე ყურებამდეა შეყვარებული.
ლამაზი დეკორაციები, ფერადი ბუშტები და სადა, გვირილებით გაფორმებული თეთრი ტორტი, მშვენიერი გადაწყვეტილებაა.
ბედნიერმა მარიტამ სიყვარულით სავსე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი სიტყვები დაურთო: "არც კი იცი, როგორი ლამაზი და ფერადია ცხოვრება შენთან ერთად".