ჯგუფ "ვია გრას" ყოფილი სოლისტი და ვალერი მელაძის ცოლი, 41 წლის ალბინა ჯანაბაევა ორსულად არის. ამ სიახლის შესახებ "ინსტაგრამზე" ამცნო საზოგადოებას შავ კაბაში გამოწყობილი ფოტოთი, რომელსაც დააწერა: "მოლოდინში".
ალბინასთვის ეს მესამე შვილი იქნება - მას ორი ვაჟი ჰყავს ვალერი მელაძესთან. თავად ვალერის კი კიდევ სამი ქალიშვილი ჰყავს პირველ ქორწინებაში.
ვალერისა და ალბინას ურთიერთობა არც ისე მარტივი იყო. მათი პირველი საერთო შვილი კონსტანტინი ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ვალერი პირველ ქორწინებაში იყო. მეორე ვაჟი ლუკა 2014 წელს დაიბადა, როცა წყვილი უკვე ერთად ცხოვრობდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ჯანაბაევამ კიდევ ერთი შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მალე გააჩენს კიდეც.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>