მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ცნობილი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გახდა და მაყურებელს თავი ეპატაჟური პერსონაჟით დაამახსოვრა.
გიორგის უმშვენიერესი მეუღლე თაკო შოშიაშვილი და ქალიშვილი ბეა ჰყავს. გიორგიმ დაბადების დღე სახლში ოჯახთან ერთად მხიარულად აღნიშნა და თაკომ სურათი "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. მსახიობი 31 წლის გახდა.
თაკოსა და გიორგის წყვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ისინი ერთმანეთს ძალიან უხდებიან და სამაგალითო მშობლებიც არიან.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, გიორგი მზრუნველი მამაა. თაკომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბეას დაბადების შემდეგ მის ირგვლივ დატრიალდა ყველაფერი.
გიორგისგან განსხვავებით, თაკო "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს ოჯახური, თბილი ფოტოებით. გამომწერებიც პოზიტიური წყვილის მიმართ დადებით შეფასებებს არ იშურებენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>