მოდელი ანა ახვლედიანი გარეგნული მონაცემებით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა, ამის გარდა, ისიც აღსანიშნავია, რომ კონტაქტური და დადებითი ადამიანია.
ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავსაც უწოდებენ.
ფაქტია, რომ ულამაზესი მოდელი სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია.
მისი და გიგი ბერაიას უსაყვარლესი გოგონა - ევა, შეიძლება ითქვას, რომ „ინსტაგრამის“ ვარსკვლავია.
მის ახალ ფოტოებს გამომწერები მოუთმელად ელიან და პატარა პრინცესას ულამაზესი კომპლიმენტებით ავსებენ.
ბოლო პერიოდში ანამ იმიჯში ცვლილებები შეიტანა, რაც რა თქმა უნდა, მის გამომწერებს არ გამოჰპარვიათ.
ბევრი აღნიშნავს იმას, რომ ევა ულამაზესია და როცა გაიზრდება, მოდელ დედიკოს სილამაზით არ ჩამორჩება.
"ევას დაბადებამ აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. გავხდი უფრო პასუხისმგებლიანი, მზრუნველი. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ვინმეს ასეთ სიყვარულს შევძლებდი. პირველი, რაზეც გაღვიძებისთანავე ვფიქრობ, ჩემი შვილია", - განაცხადა ანამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
„ეს არის ბავშვი არაამქვეყნიურობა. ბავშვი სილამაზე და ზღაპარი“, „ზღაპრული დედა-შვილი ხართ“- წერენ გამომწერები.