მარიტა მელიქიშვილი რამდენიმე თვეა, რაც გიორგი გასვიანის მეუღლე და რუსუდან კაჭარავას რძალია.
მარიტა "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და მისი ცხოვრების ყოველდღიურ ფოტო თუ ვიდეოკადრებს ხშირად უზიარებს ფართო აუდიტორიას. ამჯერად, მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დედამთილს მაკიაჟს უკეთებს.
"მოგეწონათ? ძალიან გიხდებათ," - ეუბნება მარიტა რუსუდანს. რაზეც, დედამთილი პასუხობს "მართლა კარგად გამიკეთე".
ეს პირველი შემთხვევაა, როცა მარიტას კადრებში დედამთილი ჩანს, თუმცა მათი საუბრიდან თუ ვიმსჯელებთ მარიტას და რუსუდანს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და რძალი ხშირად ზრუნავს დედამთილზე. თავის მხრივ, გიორგისაც იდეალური ურთიერთობა აქვს მარიტას დედ-მამასთან, რომლებიც თითქმის გიორგის ასაკის არიან.
მარიტას და გიორგის ქორწინება საზოგადოების ნაწილში არასასიამოვნო რეაქცია გამოიწვია, რადგან წყვილს შორის 16 წელია სხვაობა. თუმცა, როგორც ახალდაქორწინებულები ამბობენ, ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ და ასაკობრივი სხაობა დისკომფორტს არ უქმნით.