ყოფილი მეუღლის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილმა განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა.
ადვოკატის განმარტებით, პროცესზე მოწმემ იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც წარდგენილ ბრალდებს სცდება,
„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი. მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ის არასდროს გამხდარა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე ძალადობის განხორციელების შემსწრე და აღნიშნული სახის ინფორმაცია არ სმენია არც ნელი დოროყაშვილისგან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრისაგან. ისაუბრა ზოგადად იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ცდება წარდგენილ ბრალდებას და ბრალად არ აქვს წაყენებული ნიკოლოზ ბასილაშვილს.
იხილეთ სრულად