ქართველი მოდელი ანა შელია რამდენიმე თვეა დედა გახდა. ის და მორაგბე ლაშა ლომიძე პატარა გოგოს მშობლები არიან.
გოგონას წყვილმა ელი დაარქვა და დაბადებიდან მალევე ანამ და ლაშამ პატარა ანელოზი საზოგადოებას გააცნეს.
ანა ელის სურათებს ხშირად დებს, მოდელი ახლა საფრანგეთშია და გაზაფხულის პერიოდს იქ ატარებს.
ელი ძალიან ჰგავს მამას, განსაკუთრებით სიცილის დროს.
ლაშამ და ანამ ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს, წყვილს ულამაზესი ქორწილი ჰქონდა. საქორწინო ცერემონიას მორაგბეები, მოდელები და ათობით ქართველი დიზაინერი დაესწრო.
ახლა წყვილი პატარა გოგოს ზრდის და თავისი ლამაზი და მშვიდი ცხოვრებიდან პატარა ფრაგმენტებს სოციალურ ქსელში ხალხს უზიარებენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>