ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და სამაგალითო ქართველი წყვილია.
შეგახსენებთ, რომ წყვილის ცხოვრებაში ახლა საუკეთესო პერიოდია, რადგან მაიკო ორსულადაა.
ცოლ-ქმარი ერთმანეთზე უზომოდაა შეყვარებული. მათ მხიარულ ხასიათთან ერთად, ბევრი კარგი თვისებით ახასიათებენ.
საოჯახო ფოტოსესიის ფოტოები ჯერ ანდრიამ გამოაქვეყნა, შემდეგ კი მაიკომ. ფოტოები სითბოთი აღსავსეა და წყვილიც ბედნიერებას ასხივებს.
როგორც ხედავთ, ანდრიამ ფოტოსესიის დროს ძალიან იხალისა და ხუმრობდა.
ვინც მათი სიყვარულის ისტორიაზე ნაკლებ ინფორმაციას ფლობს, ვეტყვით, რომ მსახიობებმა ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს და ლამაზი სიყვარულის ისტორიაც სწორედ აქედან დაიწყო.
ანდრიას და მაიკოს სცენაზე რამდენჯერმე ერთადაც უთამაშიათ და ერთხელ სპექტაკლზე რომეო და ჯულიეტას როლიც კი მოირგეს.
ფაქტია, რომ წყვილი ერთმანეთს საოცრად უხდება.