მარიტა ჯანაშიას და თემო საჯაიას წყვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს, რადგან ორივე ტელესახეა და თემომ ხელი მარიტას პირდაპირ ეთერში სთხოვა.
ცოტა ხნის წინ მარიტამ და თემომ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი აცნობეს, რომ შვილს ელოდებიან. წყვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ სხვადასხვა რომანტიულ ფოტოებს. ამჯერად კი მუცლადმყოფი ბავშვის ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც პატარას თითები ჩანს.
"კრუასანმა შუა თითი გვაჩვენა" - დაწერა თემომ.
როგორც ცნობილია, წყვილი გოგონას ელოდება. მათ გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვა, თბილი სიტყვები და ემოციური კომენტარები მიიღეს.
მარიტა ულამაზესი ორსულია, მას გამომწერები ბედნიერ დედობას უსურვებენ. წყვილს ჯერჯერობით ბავშვის სახელზე საჯაროდ არ უსაუბრია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>