ფოტომოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე "ინსტაგრამგამომწერებს" ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. ამჯერად მან დედამთილისა და უმცროსი შვილის, მაქსიმეს სურათი გამოაქვეყნა.
თამომ ფოტო დაასათაურა: "რა ლამაზი ბებო მყავსო, მაქსიმემ უნდა თქვას".
ფოტომოდელის დედამთილი მშვენიერი ქალბატონი ეკატერინე სეთურიძეა. რომლისთვისაც მაქსიმე პირველი შვილიშვილია. თამოს საყვარელი მამაკაცის, აკა სამხარაძის დედა მზრუნველი ბებიაა და მაქსიმეს ხშირად უწერს თბილ კომენტარებს.
"საოცრებაა, ღმერთის საჩუქარი. მაგიჟებს" - მოგვიანებით ამ ტექსტით აქვეყნებს ვიდეოს თამოს დედამთილი.
როგორც ჩანს, თამოს და ეკატერინეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ეკატერინეს ახალგაზრდა იერი და მოდური სტილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>