მომღერალი ნინი შერმადინი რამდენიმე წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალიშვილისგან შორს ცხოვრობდა, თუმცა, როგორც ნინის "ინსტაგრამგვვერდიდან" ირკვევა, მომღერალმა შვილის, მარიამ ციცაგის თავისთან წაყვანა შეძლო.
"ჩვენ ეს შევძელით, ღმერთმა დალოცოს ამერიკა" - წერს ნინი და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ცნობილია, მარიამი ამ ხნის განმავლობაში თბილისში ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა.
ნინის მშობლები, ვისთანაც მარიამი იზრდებოდა, მცირე ხნის წინ კოვიდვირუსის გამო გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ მომღერალმა შეძლო და ქალიშვილისთვის დოკუმენტაცია შეაგროვა, რომ აშშ-ში წაეყვანა. ეს ნინის რამდენიმეწლიანი ნატვრა იყო.