მას შემდეგ, რაც თბილისის მერის, კახა კალაძის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ანუკი არეშიძისა და მისი მეუღლის მიმართ ინტერესმა უფრო იმატა.
დიზაინერმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო "ინსტაგრამის" პირად გვერდზე განათავსა და დაასათაურა: "მე შენ მიყვარხარ".
ანუკისა და კახას გულშემატკივრებმა წყვილის ფოტოზე კახას მიმართ დიდი მხარდაჭერა გამოხატეს.
"ყველაფერი კარგად იქნება", "უფალი გფარავდეთ", "ყველაზე მაგარ მერსვუსურვებ ჯანმრთელობას", "მალე გამოჯანმრთელდი", "უსაყვარლესი წყვილი ხართ", - წერენ კომენტარებს მოსიყვარულე ცოლ-ქმრის ფოტოზე.
შეგახსენებთ, კახა კალაძემ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჯაროდ პოსტი დაწერა და აღნიშნა, რომ მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდგინეს. მისივე თქმით, ამჟამად თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.