30 მარტს "ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა, ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულება დატოვა. კერვალიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა. გათავისუფლების შემდეგ კართან დახვდა უფროსი შვილიშვილი ზაზუკა, რომელიც ძალიან განიცდიდა გამზრდელ ბებიასთან წლებით დაშორებას.
რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილი ნინო დარასელი ამბობს, რომ თავად ამ დროს მანქანაში იჯდა და მისი ემოციურობიდან გამომდინარე, ვერ გარისკა დედას საჯაროდ, უამრავი კამერისა და ჟურნალისტის თანხლებით შეხვედროდა.
როგორ აგრძელებს ცხოვრებას საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახი? - ნინო დარასელი ambebi.ge-ს ესაუბრა:
- რუსო რომ ციხიდან გამოვიდა, ამ დროს მანქანაში ვიჯექი. ეს ჩვენი ოჯახის იმდენად დიდი ტკივილი და უკვე სიხარული იყო, რომ არ მინდოდა, ეს ყველაფერი საქვეყნოდ, ყველასთვის მეჩვენებინა. ძალიან ემოციური ვარ, დედაჩემივით თავშეკავება მიჭირს. არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა ჩემი რეაქცია და ემოცია, ამას ხომ წინასწარ ვერ გათვლი. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ჩემი შვილებისა და რუსოს შეხვედრა. 27 წლის ზაზუკა და 12 წლის მარიტა დედამ გაზარდა. ალბათ, ბოლო 5 წლის განმავლობაში ზაზუკა გუშინ იყო ბედნიერი. ასე მგონია, რომ სიხარულისგან სიმაღლეშიც კი გაიზარდა.
- მარიტას ემოციებზე მოგვიყევით...
- დედა რომ დაიჭირეს, მარიტა 7 წლის იყო. ახლა გარდამავალი ასაკი აქვს და რუსოს ცოტა ისე უყურებს... რამდენიმე დღის წინ ლანა ღოღობერიძესთან ჩავწერე ინტერვიუ და მიყვებოდა, მისი დედა გადასახლებიდან რომ დაბრუნდა წლების შემდეგ, მივედი და ხელი ჩამოვართვიო. რამდენიმე თვის შემდეგ კი ზღვის სანაპიროზე მივდიოდით და ლექსი მითხრა, - "ზღვა იყო ისე მშვიდი და წყნარი, რომ აღარც მახსოვს, იყო თუ არა“ - ეს სიტყვები იავნანასავით ჩამესმაო. ჩვენც ასე ვართ, მარიტაც ალბათ "იავნანას" ელოდება. მთლად თქვენობით არ ელაპარაკება რუსოს, მაგრამ განწყობა ასეთი აქვს. ძალიან მოსწონს ქალი, რომელიც მისთვის ძალიან ახლობელია, ამდენი წელი ელოდა და ტელეფონზე თითქმის ყოველდღე ელაპარაკებოდა, მაგრამ ჯერ მასთან მარტოც არ დარჩენილა.
- თავს როგორ გრძნობს ქალბატონი რუსუდანი?
იხილეთ სრულად