"მე დავშორდი იმიტომ, რომ ძალადობას ვეღარ მოვითმენდი. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი ჩვენი თანაცხოვრების დროსაც და გაშორების შემდეგ პირველად ძალადობას ჰქონდა ადგილი 2020 წლი 21 მაისს", - აღნიშნავს ნეკა.
მისი თქმით, ხელთ აქვს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რითიც ყოფილი ქმრის ძალადობას დაამტკიცებს.
„ხელთ მაქვს მის მიერ გამოგზავნილი მესიჯები, აუდიო შეტყობინებები, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ნასკვნა, როცა მქონდა არც
მისივე თქმით, ყოფილ მეუღლეს და მის ოჯახს ნეკას მიმართ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ.
„ნიკას და მისი ოჯახის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ დამენებებინა სამსახურისთვის თავი და არც მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. მე დავანებე ყველაფერს თავი,დავკარგე ჩემი ცხოვრება და გადავერთე მის კარიერაზე, ანუ მისი კარიერა გახდა ჩემი კარიერა“ - აღნიშნავს ნეკა დოროყაშვილი „შაბათის ფორმულასთან“ საუბრისას.