ოჯახი

"... დადგა 6 აპრილი, ცხოვრება რატის გარეშე გაგრძელდა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ" - ამბავი ეკაზე, რატისა და თუთაზე

"... დადგა 6 აპრილი, ცხოვრება რატის გარეშე გაგრძელდა და აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ" - ამბავი ეკაზე, რატისა და თუთაზე
სიყ­ვა­რუ­ლი სა­ზღვრებს გა­რე­შე
რატი 18 წლი­სამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნი, უფრო სწო­რად, უბ­რა­ლოდ გა­და­ვე­ყა­რე - პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის გა­სას­ვლელ­ში გა­მა­ჩე­რა და სა­ხე­ლი მკი­თხა. არ ვუ­თხა­რი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში შემ­თხვე­ვი­თო­ბამ ისევ შეგ­ვახ­ვედ­რა. რატი შე­მო­ვი­და კა­ფე­ში, სა­დაც მე­გო­ბარ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და რად­გან სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე აღ­მოგ­ვაჩ­ნდა, ერთ მა­გი­დას­თან გა­ვერ­თი­ან­დით. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან დიდი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით წა­რი­მარ­თა. არ და­ვუ­ჯე­რე, რომ ერთი ნახ­ვით შე­მიყ­ვა­რა, მაგ­რამ თურ­მე ასეც ხდე­ბა. რატი მკაც­რი და ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მი­ტო­ვებ­და, ანუ იმის სა­პი­რის­პი­რო­სი, რაც
სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო. მისი ნამ­დვი­ლი ხა­სი­ა­თი, სით­ბო, ერ­თგუ­ლე­ბა, გო­ნი­ე­რე­ბა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბა უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 23-24 წლის ასაკ­ში და­ვი­ნა­ხე. რატი თა­ვი­სი ასა­კის ბი­ჭე­ბის­გან ძა­ლი­ან გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თით­ქოს უფრო დიდი იყო; ზუს­ტად იცო­და, რა უნ­დო­და; მი­ზანს არას­დროს გა­და­უხ­ვევ­და. იყო ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის, ძლი­ე­რი ფსი­ქი­კის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის, ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ეყ­რდნო­ბი.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბი­სას ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით, რაც ახლა ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ მახ­სენ­დე­ბა. ალ­ბათ, ესეც სა­ჭი­რო იყო. ჩვენ დიდ­ხანს მა­ინც ვერ ვძლებ­დით უერ­თმა­ნე­თოდ, მა­ლე­ვე ვრიგ­დე­ბო­დით, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი კი ვა­ნერ­ვი­უ­ლეთ. 2007 წელს და­ვო­ჯახ­დით და თან­და­თან ვის­წავ­ლეთ ერ­თად, ერ­თმა­ნე­თის­თვის ცხოვ­რე­ბა, უკონ­ფლიქ­ტო ურ­თი­ერ­თო­ბა. რა­ტის ოჯა­ხი ჩვე­ნი მუდ­მი­ვი მხარ­დამ­ჭე­რი იყო, სი­კე­თით სავ­სე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში მოვ­ხვდი და სა­უ­კე­თე­სო ნა­თე­სა­ვე­ბი შე­ვი­ძი­ნე: რა­ტის და, მამა, დის­შვი­ლი და კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი, რო­მლებიც ნა­თე­სა­უ­რი შეკ­რე­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის წყა­ლო­ბით, იმერ­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ტკბილ ერ­თო­ბას ქმნიან. პირ­ვე­ლად რომ რა­ტის დედა, თამ­რი­კო გა­ვი­ცა­ნი, სუფ­რას­თან ვის­ხე­დით და, რო­გორც ასეთ შეხ­ვედ­რას ახა­სი­ა­თებს, ყვე­ლა­ნი ვღე­ლავ­დით. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას ის ღი­მი­ლი, რომ­ლი­თაც თამ­რი­კო მი­ყუ­რებ­და, უტ­კბე­სი ღი­მი­ლი, მხო­ლოდ მას რომ ახა­სი­ა­თებ­და და ამ ღი­მილ­ში რა­ღაც­ნა­ი­რი პი­რო­ბაც იდო, სიყ­ვა­რუ­ლის პი­რო­ბა, პი­რო­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ეს და­ნა­პი­რე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად შე­ას­რუ­ლა და მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო დე­დამ­თი­ლად იქცა. თამ­რი­კო იყო მო­სი­ა­რუ­ლე სიყ­ვა­რუ­ლი და სიმ­შვი­დე, სხვის კომ­ფორტსა და სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე გა­და­გე­ბუ­ლი, თავ­და­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი.

რატი და ეკა
რატი, ასაკ­თან ერ­თად, ისე გა­ი­ზარ­და, რომ ბევ­რჯერ დამ­ტო­ვა სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. ვინ­მე­ზე რომ ვკი­თხავ­დი, ეს ვინ არის-მეთ­ქი, პა­სუხს იწყებ­და ასე: "ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია...“ სხვა და­სა­წყი­სი აღარ ჰქონ­და მის წი­ნა­და­დე­ბებს და შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გა­იხ­სე­ნებ­და ამ სი­კარ­გის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ამ­ბავს. მეც ვი­ჯე­რებ­დი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან კარ­გე­ბი. შეც­დო­მებს კი უშ­ვე­ბენ, მაგ­რამ რა­ტის სა­ხით მყავ­და სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი, რო­გორ უნდა იქცე სი­კე­თის დე­ტექ­ტო­რად, რო­გორ ეძე­ბო ადა­მი­ა­ნებ­ში კარ­გი, შე­აგ­რო­ვო სი­ნათ­ლე და ეს სხი­ვი მი­ა­შუ­ქო სხვებ­საც. მუ­დამ მიკ­ვირ­და, რო­გორ ახერ­ხებ­და პო­ლი­ტი­კუ­რად თუ ფი­ლო­სოფი­უ­რად სულ სხვა მხა­რეს მდგო­მი ადა­მი­ა­ნის მოს­მე­ნას, 100%-ით პატ­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას, მას­თან ნამ­დვილ დი­ა­ლოგს, აგ­რე­სი­ი­სა და წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბე­ბის­გან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, დაც­ლილ მიდ­გო­მას, გულ­წრფელ ინ­ტე­რესს და დაშ­ვე­ბას, იქ­ნებ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­კურ­სი შენ­სა­ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იქ­ნებ სხვა­საც აქვს თა­ვი­სი სი­მარ­თლე და თუ მისი თვა­ლე­ბით გა­მო­ი­ხე­დავ, სა­კითხს მისი მხრი­დან შე­ხე­დავ, უფრო სრულ­ფა­სოვ­ნად და­ი­ნა­ხავ ჩვენს ასეთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­როს. რა­ტის ანა­ლი­ზი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის აღ­ქმის უნა­რი წლებ­თან ერ­თად ისე­თი ღრმა და ღი­რე­ბუ­ლი გახ­და, სულ მინ­დო­და, მეტ ადა­მი­ანს მო­ეს­მი­ნა მის­თვის. თით­ქოს ყო­ვე­ლი შეც­დო­მის­გან წუ­რავ­და სიბ­რძნეს, გან­საც­დე­ლის­გან - სი­კე­თეს, მეტ შემ­წყნა­რებ­ლო­ბას. როცა ადა­მი­ან­ზე მხო­ლოდ კარ­გს ლა­პა­რა­კობ, არას­დრო­საა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ვინც რა­ტის მარ­თლა იც­ნობ­და, მიხ­ვდე­ბა, რომ მე მისი მხო­ლოდ პა­ტა­რა ნა­წი­ლი გა­გი­ზი­ა­რეთ. რა­ტიმ 42 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი და ისე იცხოვ­რა, იმ­ხე­ლა გუ­ლით ემ­სა­ხუ­რა სი­კე­თეს, სიყ­ვა­რუ­ლის იმო­დე­ნა ბირ­თვი ატა­რა, ადა­მი­ა­ნე­ბი ისე გა­ა­ერ­თი­ა­ნა და ხა­ნაც შე­ა­რი­გა, და­ა­მე­გობ­რა, ერთს კი არა, უამ­რავ ცხოვ­რე­ბას რომ ეყო­ფა. ჩემ­გან ეს სუ­ბი­ექ­ტუ­რად ნათ­ქვა­მი ეგო­ნე­ბა ვინ­მეს, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, რომ მისი და­კარ­გვით მარ­ტო ოჯახ­მა კი არა, მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნამ და­კარ­გა ადა­მი­ა­ნო­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­უკ­ე­თე­სო მა­გა­ლი­თი და უდი­დე­სი რე­სურ­სი.

"ცო­ტას მოვ­ყვე­ბი თუ­თა­ზე“
ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ ბავ­შვის და­ბა­დე­ბით ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მარ­ჯვე­ბას სწავ­ლობს, რად­გან ერთ მშვე­ნი­ერ დღეს იწყე­ბა ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, უპი­რო­ბო, არა­ფერ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი. ჩნდე­ბა ვი­ღაც, ვი­საც ყო­ველ­თვის შენ­ზე წინ და­ა­ყე­ნებ, ვის­თვი­საც და­უ­ფიქ­რებ­ლად გას­ცემ, დათ­მობ, გა­წი­რავ ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნდა, სი­ცო­ცხლე­საც და რა არის ეს, თუ არა გა­მარ­ჯვე­ბა.

თუთა
არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ახალ­შო­ბი­ლი თუ­თას ის მზე­რა, რო­მე­ლიც სრულ სიყ­ვა­რულს გა­მო­სა­ხავ­და. მი­ყუ­რებ­და და მე ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ფე­რი, მთა­ვა­რი სა­არ­სე­ბო წყა­რო - ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი­ცა და ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი, სა­სარ­გებ­ლო საკ­ვე­ბიც - მთე­ლი სამ­ყა­რო მე ვი­ყა­ვი და ეს შეგ­რძნე­ბა არა­ფერს შე­ედ­რე­ბა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შვის სიყ­ვა­რუ­ლი სხვებ­ზე ნა­წილ­დე­ბა, მისი ყუ­რა­დღე­ბა სხვა მოვ­ლე­ნებ­ზე გა­და­დის, ავ­ტო­რი­ტეტს სხვა­გა­ნაც ეძებს, თით­ქოს აღარ ხარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად კმა­რი, ერ­თა­დერ­თი და შე­უც­ვლე­ლი. უფრო და უფრო გვი­წევს იმის გა­აზ­რე­ბა, რომ შვი­ლი არა ჩვე­ნი ნა­წი­ლი, სა­კუთ­რე­ბა, არა­მედ აღ­საზ­რდე­ლად დრო­ე­ბით მო­ბა­რე­ბუ­ლი სუ­ლია. ეს პრო­ცე­სი რთუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო, ზოგ­ჯერ მტკივ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა. ამ გზა­ზე ვსწავ­ლობთ ბევ­რს: სხვა ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბას, მისი სურ­ვი­ლე­ბის, მის­წრა­ფე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და ხელ­შე­წყო­ბას, ურ­თი­ერ­თო­ბის მარ­თვას და ისევ და ისევ უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას.

ბავ­შვო­ბა­ში სულ მშურ­და მათი, ვი­საც დე­დე­ბი უშურ­ვე­ლად აქებ­დნენ, ჩა­მოთ­ვლიდ­ნენ შვი­ლე­ბის ათას კარგ თვი­სე­ბას, დე­და­ჩემს კი სი­ტყვას ვერ და­აც­დე­ნი­ნებ­დით. მეც მა­სა­ვით რომ არ და­მე­მარ­თოს, ცო­ტას მოვ­ყვე­ბი თა­მარ­ზე (თუ­თა­ზე). ერთხელ სკო­ლა­ში გა­დას­ცეს ჯილ­დო თა­ნაგ­რძნო­ბის, თა­ნად­გო­მი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რუ­ლი უნა­რე­ბის­თვის. აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი ახა­ლი კლა­სე­ლი, რო­მე­ლიც სი­მორ­ცხვის თუ გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თობ­და, მხო­ლოდ თუ­თას­თან გა­იხ­სნა, მხო­ლოდ მან შეძ­ლო მდუ­მა­რე ბავ­შვთან და­მე­გობ­რე­ბა, მისი ალა­პა­რა­კე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლად, შუ­ა­მავ­ლად იქცა მასა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის. ეს ძა­ლი­ან ტკბი­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა. თუთა ზო­გა­დად ყო­ველ­თვის ცდი­ლობს იმ ადა­მი­ა­ნის ან ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფის დაც­ვას, ვინც უმ­ცი­რე­სო­ბა­შია და რა­ი­მე ფორ­მით იჩაგ­რე­ბა. მგრძნო­ბი­ა­რეა ამ თე­მე­ბის მი­მართ და ეს მი­ხა­რია...

თუთა იო­ლად სწავ­ლობს უცხო ენებს და აქვს ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ნიჭი, რომ­ლის სა­ხე­ლიც არ ვიცი: სწრა­ფად პო­უ­ლობს კავ­ში­რებს მოვ­ლე­ნებ­სა და სი­ტყვებს შო­რის. მა­გა­ლი­თად, ერთხელ რა­ღა­ცა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით და შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე, რა გზით და­ი­მახ­სოვ­რა ფრან­გუ­ლად სი­ტყვა "პური“ - “(le)pain”. მარ­ტი­ვად ამიხ­სნა: "ხომ იცი, რომ პური და ღვი­ნო ქრის­ტეს სის­ხლი და ხორ­ცია; ხომ იცი, ქრის­ტემ რაც გზაც გა­ი­ა­რა - ტკი­ვი­ლის გზაო - ჰოდა, ინ­გლი­სუ­რად ტკი­ვი­ლი“pain” ფრან­გუ­ლად არის პუ­რიო“. და­ფიქ­რე­ბაც არ სჭირ­დე­ბა, პირ­და­პირ მოს­დის ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი და ამ პა­ტა­რა მა­გა­ლი­თე­ბით კი­დევ ერთხელ ვხვდე­ბი, რამ­დე­ნად სავ­სე და სა­ინ­ტე­რე­სოა მისი სამ­ყა­რო.

"ვცდი­ლობთ, რა­ტის სახ­ლში ისევ ის­მო­დეს სი­ცი­ლი“
თუ­თას ტვირ­თი იმა­ზე მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­ვიდ­გენ­დით. ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ მო­მენტს თუ გა­ვიხ­სე­ნებ, ეს ის ხუთი სა­ა­თია, როცა რა­ტის ოთახ­ში ძირს ვი­ჯე­ქი, მისი უსუ­ლო სხე­უ­ლი უკვე ჩაც­მუ­ლი ეს­ვე­ნა ლო­გინ­ზე და მე ვფიქ­რობ­დი, რო­გორ შევ­სუ­ლი­ყა­ვი ჩემი შვი­ლის ოთახ­ში და რო­გორ, რა სი­ტყვე­ბით მეთ­ქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, წა­ვი­და მამა, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი, დიდი და უძ­ლე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი. წავი­და და აღა­რას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა. ამის­თვის ზუს­ტად ხუთი სა­ა­თი დამ­ჭირ­და. გა­თენ­და, მზემ ძალა მო­იკ­რი­ბა, ქა­ლა­ქი ახ­მა­ურ­და, თუ­თას ონ­ლა­ინ­სკო­ლაც და­ი­წყო... ვი­ჯე­ქი გა­შე­შე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნო­და ამის წარ­მოთ­ქმის. ფეხს ვით­რევ­დი, ვი­ხან­გრძლი­ვებ­დი იმ არაფ­რის­მომ­ტან პა­უ­ზას, დუ­მილს და უთ­ქმე­ლო­ბას. თით­ქოს, თუ არ ვი­ტყო­დი, არც იყო ასე. ბავ­შვი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ ეს­წრე­ბო­და ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლებს და ჯერ არ იცო­და, რომ გვერ­დით ოთახ­ში დრომ ახა­ლი ათ­ვლა და­ი­წყო, დად­გა 6 აპ­რი­ლი, ცხოვ­რე­ბა რა­ტის გა­რე­შე გაგ­რძელ­და და აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა ისე, რო­გორც უწინ. არ ვიცი, რამ უნდა გა­და­ფა­როს ის ხმა, რო­მე­ლიც თუ­თამ ყე­ლი­დან ამო­უშ­ვა და რო­მე­ლიც დღემ­დე ჩა­მეს­მის. თუმ­ცა ტი­რი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­წყვი­ტა და ისე სწრა­ფად გად­მო­ვი­და ჩემ დამ­შვი­დე­ბა­ზე, მარ­თლა გა­ვოგნ­დი. ჩემი სახე ხე­ლე­ბით და­ი­ჭი­რა და ათა­სი სა­ნუ­გე­შო სი­ტყვა მო­ი­ფიქ­რა.

მა­შინ, როცა რა­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში თუ­თას სას­კო­ლო და­ვა­ლე­ბად ესე უნდა და­ე­წე­რა, ასე­თი თემა შე­არ­ჩია: "სტრე­სის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი“. ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი იყო. კარ­გის ძი­ე­ბა მა­მის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო და თუ ეს თვი­სე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი გან­საც­დე­ლის დრო­საც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ვფიქ­რობ, ყო­ველ­თვის იპო­ვის ძა­ლას, დად­გეს ცხოვ­რე­ბის ნა­თელ მხა­რეს.

სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის და­წე­რა ერ­თა­დერ­თხელ მო­მი­წია ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ შექ­მნა რე­ა­ლურ ფი­გუ­რებ­ზე, ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან ქა­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ზღაპ­რე­ბის კრე­ბუ­ლი "იყო ერთი გოგო“. მე ორი უძ­ვირ­ფა­სე­სი პერ­სო­ნა­ჟი, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გმი­რი მარო მა­ყაშ­ვი­ლი და პირ­ვე­ლი მთამ­სვლე­ლი ქალი ალექ­სან­დრა ჯა­ფა­რი­ძე შემ­ხვდა. ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნა იყო, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­ზის დაც­ვით ბავ­შვე­ბის­თვის გა­სა­გე­ბად და სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­მე­ყო­ლა მათი ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი. თუ­თას გა­რე­შე ამას ვერ გა­ვარ­თმევ­დი თავს. ჩემი მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი ჩემი შვი­ლი იყო, სწო­რედ მან მას­წავ­ლა დი­დე­ბის თე­მე­ბის სა­ბავ­შვო ენა­ზე გა­და­თარ­გმნა.

ზო­გა­დად, წერა, ცხა­დია, დიდ დროს, ნე­ბის­ყო­ფას, კონ­ცენ­ტრი­რე­ბას, ყვე­ლა მოვ­ლე­ნი­სა თუ გან­ცდის სა­კუ­თარ თავ­ში გა­ტა­რე­ბას მო­ი­თხოვს, რაც ჩემ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლი სი­ჩუ­მის, გან­მარ­ტო­ე­ბის გა­რე­შე. მშობ­ლებს მუდ­მი­ვად გვაქვს დი­ლე­მა, რო­გორ გა­ვა­ნა­წი­ლოთ დრო ისე, რომ არც ბავ­შვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ენერ­გი­ას მო­ვაკ­ლოთ რამე და თან სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბაც შევ­ძლოთ. მე, პი­რა­დად, ვერც ერთ წიგნს ვერ დავ­წერ­დი, ვერც ერთი პრო­ე­ტის­თვის ვერ მო­ვიც­ლი­დი, სა­ერ­თოდ ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი, რომ არა დედა - ეს მუ­დამ კუ­ლი­სებ­ში მდგო­მი, უზარ­მა­ზა­რი და­უ­ფა­სე­ბე­ლი შრო­მის გამ­წე­ვი ადა­მი­ა­ნი, ჩუმი საყ­რდე­ნი და იმე­დი, რო­მელ­საც არა­ვინ უთ­ვლის წლებს, არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს მის დაღ­ლი­ლო­ბა­სა და სევ­დას, ითხოვს მის­გან ყვე­ლა­ფერს, რად­გან თა­ვად შეგ­ვაჩ­ვია ასე და ბავ­შვო­ბა­ში რომ ჯა­დო­ქა­რი მე­გო­ნა, არას­დროს ვა­პი­რებ, შე­ვე­ლიო ამ რე­ა­ლო­ბად ქცე­ულ ტკბილ ილუ­ზი­ას. ასე­თია ახლა ჩემი ოჯა­ხი, სამი თა­ო­ბის გო­გოს ტკი­ვი­ლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ყვე­ლა მდუ­მა­რედ ვა­ტა­რებთ ჩვე­ნი დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ჭრი­ლო­ბას და ვცდი­ლობთ, რა­ტის სახ­ლში ისევ ის­მო­დეს სი­ცი­ლი.
იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93