ცნობილი ტელწამყვანის, ეკა მიშველაძის ქალიშვილის, მაკო კვიტაიშვილისა და თორნიკე გაგუას სიყვარულის ისტორია სამი წლის წინ დაიწყო. ამ რამდენიმე თვის წინ თორნიკემ მაკოს დაბადების დღეზე ხელი სთხოვა და უკვე შვილსაც ელოდებიან. როგორია მაკოს ახალი - ოჯახური ცხოვრება და როგორ ემზადება დედობისთვის?
- მე და თორნიკემ ერთმანეთი ხუთი წლის წინ, საერთო მეგობრისგან გავიცანით. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, სამი წელი შეყვარებულები ვიყავით. ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობები, წესით, უკვე უნდა გაირკვეს და საბოლოო სახე მიიღოს. ძალიან გახანგრძლივებული ურთიერთობა ხშირად უაზრობისკენ მიდის... მოკლედ, თორნიკემ გადაწყვიტა, რომ რაღაც შეეცვალა და ჩვენი ურთიერთობა უფრო მრავალფეროვანი გაეხადა.
- ხელი როგორ გთხოვა?
- ხელი თავის დაბადების დღეზე მთხოვა. ვხვდებოდი, რომ ამას აპირებდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მჯეროდა. აღმოჩნდა, რომ თავს ვიტყუებდი, ვითომ ვერაფერს ვხვდებოდი, თუმცა ქვეცნობიერში ვიცოდი, რომ ბეჭედს მომიტანდა. ძალიან ემოციური მომენტი იყო. ერთი წამით არ დამიშვია, რომ ამ წინადადებაზე უნდა დავფიქრებულიყავი, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, ეს ის ადამიანია, ვისთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გავატარებ. თორნიკესთან თავს კომფორტულად ვგრძნობ. ვფიქრობ, ურთიერთობაში მთავარი ის არის, რომ წყვილი ერთად კომფორტულად და დაბალანსებულად გრძნობდეს თავს. ჩვენ ამას მივაღწიეთ და ეს გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ხელის თხოვნიდან მეორე დღესვე, უკვე ერთად ვცხოვრობდით. ამაში მანამდეც არაფერი გვიშლიდა ხელს, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ ერთად გადასვლა იმ დღეს გადავწყვიტეთ. პანდემიის გამო ქორწილი ჯერ არ გვქონია, არც ვჩქარობთ. ვცდილობთ, ყველანაირი რეგულაცია და კანონი დავიცვათ.
- ეკა როგორ შეხვდა ამ ამბავს?
- ეკასა და ჩემი ოჯახის წევრებს დიდად არ გაუკვირდათ. უმეტესობა იცნობდა თორნიკეს და ჩვენი ურთიერთობის შესახებაც იცოდნენ. ყველას ძალიან გაუხარდა. მიმაჩნია, რომ იმ ასაკში ვართ, როდესაც ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა.
- ყოველთვის ამბობდი, რომ ეკასა და ბუკას სიყვარული შენთვის სანიმუშოა. რა მოგწონს მათ ურთიერთობაში ყველაზე მეტად?
- სხვანაირი ურთიერთდამოკიდებულება აქვთ, სხვანაირად უბრწყინავთ თვალები... მეც ზუსტად ეკასა და ბუკას მსგავს სიყვარულს ვეძებდი. რა თქმა უნდა, სიყვარული ყველაზე მრავალფეროვანი გრძნობაა, ყველას სხვადასხვანაირად უყვარს. ვფიქრობ, როგორც დედაჩემმა და ბუკამ იპოვეს ერთმანეთი, მეც ისე მივაგენი ჩემს სიყვარულს. მე და თორნიკეც ისევე ძალიან შეხმატკბილებული და ბედნიერები ვართ. არ ვფიქრობ, რომ წყვილი ერთმანეთს უნდა ჰგავდეს.
იხილეთ სრულად