ოჯახი

როგორ ერთობიან ბავშვები კახა კალაძის სახლში დაბრუნების შემდეგ - ანუკი არეშიძე ვიდეოს აქვეყნებს

კახა კალაძე გუშინ კლინიკიდან გამოწერეს და თბილისის მერი მონატრებულ ოჯახს დაუბრუნდა.

შვილები მამას განსაკუთრებით ელოდებოდნენ და ანუკიმ მაშინვე გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ შეხვდნენ ბიჭები კლინიკიდან დაბრუნებულ მამას.

მერმა მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა ანუკიმაც საკუთარ გამომწერებს, რომლებიც კეთილ სურვილებს არ იშურებდნენ მისი მეუღლისა და ზოგადად, ოჯახის ჯანმრთელობის მისამართით.

დიზაინერმა დღეს ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობიან მამის დაბრუნების შემდეგ ბავშვები. როგორც ვიდეოკადრებში ჩანს, კალაძეებს სახლში 5 ძაღლი ჰყავთ. ბავშვები შინაურ ცხოველებთან ერთად
მხიარულად თამაშობენ. ანუკიმ ვიდეო დაასათაურა: "ჩემი შვილები და ძაღლები".
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93