ეკა კვალიაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სიყვარულში მეორე ნახევარი ვერ იპოვა. მისივე თქმით, საკმაოდ ძლიერი ქალია და ასაკთან ერთად სიბრძნეც შეიძინა.
"საკმაოდ ძლიერი ვარ, მაგრამ თავიდან ბოლომდე ქალი ვარ და ძალიან მსიამოვნებს, როცა ჩემ გარშემო თაყვანისმცემელი მამაკაცები პატივს მცემენ.
აუცილებელი არ არის, რომ ვიღაცას ლოგინში ჩაუგორდე და მარტივ მამრავლებად დაიშალო. მე ადამიანურ ურთიერთობებზე მაქვს საუბარი", - აღნიშნავს ეკა.
მისივე თქმით, სურს, რომ გვერდით მეორე ნახევარი ჰყავდეს, რომელიც აქამდე არ ჰყოლია.
"მყავდა ქმრები, მაგრამ მათგან არც ერთი იყო ჩემი მეორე ნახევარი. როცა ახალგაზრდა ხარ და ვინმე მოგეწონება, მაშინ ფიქრობ, რომ ის ერთადერთი იპოვე. თუმცა, ასაკთან ერთად, სიბრძნეც გემატება და კარგად ხვდები, რა არის მოწონება და რა შეიძლება გადაიზარდოს ნამდვილ სიყვარულში. კარგად ხვდები იმასაც, არის თუ არა ეს ადამიანი შენი მეორე ნახევარი“, - აღნიშნავს ეკა კვალიაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>