ოჯახი

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" - როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი
"თა­თი­ას ვუ­თხა­რი, ძა­ლი­ან კარ­გად ჰყვე­ბი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას, თუმ­ცა და­გას­წრებ, უფრო ვრცლად და ლა­მა­ზად მოვ­ყვე­ბი-მეთ­ქი", - მი­თხრა ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე ბიზ­ნეს­მენ­მა სან­დრო შე­ლი­ამ, რო­მელ­მაც ახლ­ახან ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი გა­მოს­ცა. გან­ვლილ ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­ზე, ნარ­კო­ტი­კებ­სა და ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რულ­ზე სანდროს ინტერვიუ:

ამ წიგ­ნის და­წე­რის იდეა დიდი ხნის წინ, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბი­სას მო­მი­ვი­და. ჩემი ერთ-ერთი სამ­სა­ხუ­რი და­ი­კე­ტა და ერთი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლა მო­მი­წია. მე­ლან­ქო­ლი­ურ გან­წყო­ბა­ზე ვი­ყა­ვი, ამ დროს კი რა­დი­ო­ში ასე­თი სიმ­ღე­რა გა­ის­მა - Midnight train to Georgia - და გა­ვი­ფიქ­რე,
თუ ოდეს­მე წიგნს დავ­წერ, ამ სა­ხელს და­ვარ­ქმევ-მეთ­ქი. ამი­ტომ და­ერ­ქვა ჩემს წიგნს "ღა­მის მა­ტა­რე­ბე­ლი". წიგ­ნი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­წი­ლად გად­მოს­ცემს ჩემი თა­ო­ბის თავ­გა­და­სა­ვალს - ჩვენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ეპო­ქა­ში და­ვი­ბა­დეთ, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას და­ემ­თხვა, შემ­დგომ იყო რთუ­ლი 90-ია­ნე­ბი...

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის დროს ჯერ კი­დევ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­დი. რამ­დე­ნად რთუ­ლია დის­ტან­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა?

- დის­ტან­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. გვი­ჭირ­და ცალ-ცალ­კე ყოფ­ნა, რად­გან ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, მაგ­რამ ძა­ლას გვაძ­ლევ­და ის, რომ ვი­ცო­დით, ეს დრო­ე­ბი­თი იყო. სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი. ამა­ვე დროს, დის­ტან­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ამ­ძაფ­რებს გრძნო­ბებს, უფრო ლა­მაზს ხდის.

მან­ძი­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­საც ამ­ძაფ­რებს. მეც და თა­თი­აც ვეჭ­ვი­ა­ნობ­დით ერ­თმა­ნეთ­ზე. როცა გიყ­ვარს ადა­მი­ა­ნი და მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, ბუ­ნებ­რი­ვად ფიქ­რობ, რას შვრე­ბა, რას აკე­თებს შენ გა­რე­შე. მი­უ­ხე­და­ვად ასე შორს ყოფ­ნი­სა, სულ ვა­ხერ­ხებ­დით ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვას. მახ­სოვს, თა­თი­ას ფრე­ნის შიში ჰქონ­და და დას­ძლია - ერთ წე­ლი­წად­ში მარ­ტო ამე­რი­კა­ში ცხრა­ჯერ ჩა­მოფ­რინ­და. გარ­და ამე­რი­კი­სა, სხვა ქვეყ­ნებ­შიც ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს - იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი პე­რი­ო­დი იყო. იმ­ჟა­მად თა­თია სულ პა­ტა­რა იყო და უფრო მე­ტა­დაც ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ამე­რი­კა­ში ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სულ შეხ­ვედ­რე­ბი მქონ­და. ამე­რი­კა­ში ლანჩზე შეხ­ვედ­რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. იმ დროს იყე­ნებ იმის­თვის, რომ რა­ღაც სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლო. ერთხე­ლაც თა­თი­ამ მკი­თხა, - რას აკე­თე­ბო? რომ ვუ­თხა­რი ლანჩზე ვხვდე­ბი-მეთ­ქი თა­ნამ­შრო­მელ რო­სის, იქ უკვე იმ­დე­ნი კი­თხვა დას­ვა, რომ მივ­ხვდი, ეჭ­ვი­ა­ნობ­და. არა­და, ეს თა­ნამ­შრო­მე­ლი 70 წლის იყო თით­ქმის. ბო­ლოს იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, რომ ჩუ­მად ჩა­მერ­თო "ფე­ის­თა­ი­მი" და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, ვის­თან ერ­თად ვი­ყა­ვი ლანჩზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­სის რომ და­ვე­ნა­ხე, რა იფიქ­რებ­და, კაცი უფ­რო­სი და სე­რი­ო­ზუ­ლი მგო­ნია და რო­გორ იქ­ცე­ვაო... ამე­რი­კე­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მე­ტად ზრდას­რუ­ლი და მშვი­დი ხალ­ხია. ჩვენ ვართ ემო­ცი­უ­რე­ბი, ფი­ცხე­ბი, ცხელ­სის­ხლი­ა­ნე­ბი და ძა­ლი­ან მოგ­ვწონს დრა­მე­ბი. მა­შინ მივ­ხვდი, მეგ­რე­ლი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი რას ნიშ­ნავს. ეს, სა­ერ­თოდ, ცალ­კე სამ­ყა­როა.

- თა­თი­ამ რა გავ­ლე­ნა იქო­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვენ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე?

- დიდი. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, მაგ­რამ არ ვჩ­ქა­რობ­დი. ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ში ჩემ­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ეს არ იყო ად­ვი­ლი. ამე­რი­კა­ში ყვე­ლას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, სეს­ხე­ბი... ალი­მენტს ვიხ­დი­დი, ისე­თი შე­მო­სა­ვა­ლი მჭირ­დე­ბო­და, რაც ალ­ბათ, სულ 50 ადა­მი­ანს აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ტომ, რო­გორც კი ჩა­მო­ვე­დი, ეგ­რე­ვე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტმა, რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. გა­მი­მარ­თლა და რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის შემ­დეგ კერ­ძო ბიზ­ნე­სი და­ვი­წყე. თა­თია ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ის არა მხო­ლოდ ცოლი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, არა­მედ მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლიც. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ საკ­მა­რის ინ­ტე­რესს ვერ იჩენს, გვერ­დით ვის­ვამ და ვა­ძა­ლებ, რომ მო­მის­მი­ნოს. ყვე­ლა­ფე­რი იცის, რა­საც ვა­კე­თებ. ყვე­ლა თემა არ არის "გლა­მუ­რუ­ლი” და მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ ით­მენს და ის­მენს. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. თა­თი­ას თა­ვის საქ­მე აქვს, მე - ჩემი. გა­და­ცე­მის კი­თხვებ­ზე რომ მუ­შა­ობს, მეც ვეხ­მა­რე­ბი. ერ­თმა­ნე­თის დიდი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვართ.

- ცხრა წე­ლია ერ­თად ხართ და თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი დღე­საც იწ­ვევს ინ­ტე­რესს...

- ურ­თი­ერ­თო­ბას სჭირ­დე­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. როცა ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­ტი­ნა­ში გა­და­დის, ცოლ-ქმა­რი მხო­ლოდ შვი­ლე­ბის მშობ­ლე­ბი ხდე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთ­თან უკვე ბევ­რი არა­ფე­რი აკავ­ში­რებთ. ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენც გვქონ­და მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ურ­თი­ერ­თო­ბის აზარ­ტი შე­ნე­ლე­ბუ­ლა. ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტურ კა­რი­ე­რას და­ი­წყებ­და, თა­თი­ა­საც ჰქონ­და რთუ­ლი პე­რი­ო­დი, არ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი საქ­მით და ეს მას­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და. რო­დე­საც ერთი ადა­მი­ა­ნი მო­წყე­ნი­ლია, ეს მე­ო­რე­ზეც აი­სა­ხე­ბა. ვცდი­ლობთ, მო­ვი­პა­როთ დღე­ე­ბი, რათა გან­ვმარ­ტოვ­დეთ, ხან უცხო­ეთ­ში, ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ორი ღა­მით წას­ვლაც კი იდე­ა­ლუ­რია. კი­დევ ერთი რამ, რისი ინი­ცი­ა­ტო­რიც მე ვარ ხოლ­მე - ეს ლანჩზე ერ­თად წას­ვლაა. ნე­ბის­მი­ერ რეს­ტო­რან­ში რომ შეხ­ვი­დეთ და გა­და­ხე­დოთ, ვერ ნა­ხავთ ცოლ-ქმარ წყვილს. ან არი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, ან საყ­ვარ­ლე­ბი, ან მე­გობ­რე­ბი ან მთე­ლი ოჯა­ხე­ბით. ურ­თი­ერ­თო­ბა არ შედ­გე­ბა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი კავ­ში­რით. შე­იძ­ლე­ბა იყოთ კარ­გი მე­გობ­რე­ბი, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, მაგ­რამ კი­დევ სა­ჭი­როა სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი. სუ­ლი­ერ კავ­შირს ვერ მი­ი­ღებთ, თუ ერ­თმა­ნეთს დროს არ და­უთ­მობთ.

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მანანა როინიშვილი
ძალიან მომეწონა თქვენი სიყვარულის ისტორია. უფალმა დაგილოცოთ ეს ლამაზი ოჯახი და დიდხანს გამყოფოთ სიყვარულში ბედნიერად და ჯანმრთელად.
19:35 / 06-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93