ოჯახი

„ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ჩვენს ცხოვრებაში და ისეთ ემოციებში ვარ, რომ ეს სიახლე უნდა გამცნოთ“ - თაკო საზინა

„ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ჩვენს ცხოვრებაში და ისეთ ემოციებში ვარ, რომ ეს სიახლე უნდა გამცნოთ“ - თაკო საზინა
„ბიუთი ბლოგერი“ და ინფლუენსერი თაკო საზინა "ინსტაგრამგვერდზე" ახალ ფოტოებს აქვეყნებს და საკუთარ გამომწერებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს. „ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ჩვენს ცხოვრებაში და ეს ეტაპი დაიწყება ჩვენს საყვარელ, მყუდრო ბუდეში, რომელსაც ერთობლივი ძალებით ვაწყობთ“ - ამბობს თაკო.

როგორც აღმოჩნდა, თაკო საზინა და მისი რჩეული თორნიკე სეხნიაშვილი მალე ახალ ბინაში გადავლენ. წყვილი სახლის ინტერიერს ერთად, ერთობლივი ძალებით აწყობდა და შედეგით ორივე კამაყოფილია: „საბოლოოდ, მივიღეთ ის დიზაინი, რომელიც ორივეს გემოვნებაში ჯდება“ - წერს თაკო
საზინა "ინსტაგრამპოსტში".

თაკო საზინა „ბიუთი“ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი ბლოგერია. მან თავისი რჩეული, თორნიკე სეხნიაშვილი ერთ-ერთ გადაღებაზე გაიცნო და 2 წლის შემდეგ, სულ რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა კიდეც: „უბედნიერესი წლებისა და უამრავი ლამაზი მოგონების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვთქვი კი“ - დაწერა ბლოგერმა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93