ოჯახი

როგორ დასაჯა ორსულმა ქალმა ქმარი, რომელიც საყვედურობდა ბავშვისთვის ბევრი ნივთის ყიდვის გამო

როგორ დასაჯა ორსულმა ქალმა ქმარი, რომელიც საყვედურობდა ბავშვისთვის ბევრი ნივთის ყიდვის გამო
ორი შვილის დედა მელისა ბილერი მესამე ბავშვზეა ორსულად. ცოტა ხნის წინ ქმარმა უსაყვედურა, რომ შვილებისთვის ბევრ ნივთს ყიდულობდა ონლაინ, მათ შორის - მომავალი ბავშვისთვის და სთხოვა, ონლაინ-საყიდლების სია მაქსიმალურად შეემცირებინა. ცოლმა გადაწყვიტა, ქმარი ამ ხუმრობით "დაესაჯა".

ერთ დღეს, როდესაც მისი ქმარი სახლს მიუახლოვდა, დაინახა, რომ სახლის წინ ბავშვის საფენები, სათამაშოები, ავეჯი და სხვადასხვა საბავშვო ნივთით სავსე ყუთები ელაგა, რომლებიც, ისე ჩანდა, რომ კურიერს ცოტა ხნის წინ მიეტანა.
სინამდვილეში მელისამ გარეთ უკვე გამოყენებული სათამაშოებისა და ნივთების
ცარიელი ყუთები დააწყო. როდესაც ქმარი მივიდა, მელისამ აუხსნა, რომ "ცოტა" საბავშვო ნივთი შეუკვეთა: "ბავშვის ოთახისთვის რაღაცები უნდა მეყიდა. დიახ, ჩვენს შვილს დასჭირდება ეს ყველაფერი", - სიცილით ამცნო ქმარს.

მიუხედავად იმისა, რომ თავზარდაცემულმა ქმარმა თვალებს ვერ დაუჯერა, კურიერმა კიდევ ორი ყუთი მიიტანა მის თვალწინ, რომელიც ორსულმა მელისამ ნამდვილად შეუკვეთა...

საბედნიეროდ, ამ ხუმრობას კონფლიქტი არ მოჰყოლია და ოჯახმა ჩვეულებრივ განაგრძო ცხოვრება.

დანარჩენი ვიდეოში იხილეთ

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93