მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ენგურში გარდაცვლილთა შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. გარდაცვლილ მაყვალა გამისონიას და ჯონი გვილიას არასრულწლოვანი შვილები დარჩათ.
"მაყვალა გამისონია და მისი
მეუღლე სოფელ წარცესი ცხოვრობდნენ. 3 შვილი ჰყავთ. უფროს გოგონას სკოლა დამთავრებული აქვს, დანარჩენი ორი სკოლის მოსწავლეა. დევნილების შემწეობა, 45 ლარი უნდა აეღოთ და ოჯახისთვის საჭირო წვრილმანები ეყიდათ, რადგან იქ არაფერი იშოვება... ერთ ეზოში ცხოვრობენ, ის და თამუნა ცატავა, მეორე დაღუპული გოგონა, რომელსაც 3-4 წლის შვილი დარჩა" - ამბობს AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ახლობელი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.